ბიონსეს სტილისტმა მომღერლის ერთ-ერთი ჩაცმულობა Met Gala-ზე დაიანა როსის პატივსაცემად შექმნა

ტაი ჰანტერი წლების განმავლობაში ბიონსეს სტილს ქმნიდა, ჟივანშის ჩაცმულობა კი, მისი ფავორიტია.
ბიონსე, 2014 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. ფოტო: დიმიტრიოს კამბურისი
ბიონსე, 2014 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. ფოტო: დიმიტრიოს კამბურისი

ბიონსე თავის სტილისტ ტაი ჰანტერთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა. მათ არა ერთი საკულტო იმიჯი შექმნეს. ერთ-ერთი გამორჩეული მძივებიანი შავი კაბაა, რომელიც ბიონსეს 2014 წლის Met Gala-ზე ამშვენებდა. პოდკასტ People Every Day-ში, მოდის ექსპერტმა ჰანტერმა მუსიკის კერპებზე და შთაგონების წყაროებზე ისაუბრა.

პირველ რიგში ჰანტერმა ყურადღება რიკარდო ტისის მიერ შექმნილ ჟივანშის სამოსზე გაამახვილა, რომელიც  გალას მთავარი თემისთვის „ჩარლზ ჯეიმს: მოდის მიღმა“-სთვის იყო  შექმნილი. „რიკარდო უბრალოდ ამ ყველაფერს მარტივად ხვდება, მას შეუძლია ფოტოდან ესკიზი ისე გააცოცხლოს, რომ იდენტური გამოსახულება მიიღოს.“ – თქვა ჰანტერმა პოდკასტში საუბრისას.

ცნობილმა სტილისტმა ბიონსეს ჩაცმულობაზეც ისაუბრა, რომელიც მომღერალს 2014 წლის Met Gala-ზე ეცვა და აღნიშნა, რომ მისი ინსპირაციის წყარო ამ შემთხვევაში დაიანა როსი იყო. „ეს  დაიანას პატივსაცემად შევქმენით, რომელიც მართლაც ჩემი ფავორიტია.“

ჰანტერმა სულ ახლახან  თავისი მემუარები Makeover From Within: Lessons in Hardship, Acceptance, and Self-Discovery გამოუშვა. სტილისტმა წიგნის წინასიტყვაობის დაწერა სუპერ ვარსკვლავ ბიონეს სთხოვა. მომღერალმა უპასუხა: „ჩემთვის ეს პატივია და ამას სიამოვნებით გავაკეთებ“. 

„სიტყვები, რომელიც მან დაწერა, იმდენად ამაღელვებელია ჩემთვის, რომ ყოველ ჯერზე, როცა მას ვკითხულობ, ცხარე ცრემლით ვტირი” – თქვა ბიონსეს სტილისტმა ტაი ჰანტერმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Pink 2017 წლის 19 ნოემბერი, ლოს ანჯელესი, ამერიკული მუსიკალური დაჯილდოება. ფოტო: კევინ ვინტერი

Pink-ი მომღერალ ბრენდი კარლაილს ტურნეში მონაწილეობას სთავაზობს

შემდეგი სტატია

ლინდსი ლოჰანი, ჯიმი ფელონის The Tonight Show-ზე. 2022 წლის 10 ნოემბერი. ფოტო: ტოდ ოუიანგი

ნახეთ, რა თქვა ლინდსი ლოჰანმა შესაძლო ახალი ალბომის შესახებ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი