Heima Production-ი The One Club for Creativity-ის 2025 წლის გლობალური რეიტინგების მუსიკისა და ხმის დიზაინის კატეგორიების ათეულშია

The One Club for Creativity-ის 2025 წლის გლობალურ რეიტინგებს შორის Heima Production ევროპის მასშტაბით მე-2, ხოლო მსოფლიო მასშტაბით მე-8 ადგილზეა.
Heima Production
Heima Production

The One Club for Creativity – ეს არის არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სახელოვნებო და სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებას. მისი მთავარი მიზანი მსოფლიოში საუკეთესო კრეატიული ნამუშევრების აღიარება და პრომოუშენია.

სწორედ The One Club for Creativity-ის 2025 წლის გლობალურ რეიტინგებს შორის მოხვდა ქართული მუსიკალური ლეიბლი Heima Production, რომელიც  Betkho-ს და  Mebo-ს (მებო ნუცუბიძე) დაფუძნებულია.

Heima Production – The One Club for Creativity-ის 2025 წლის გლობალურ რეიტინგებს შორის ევროპის მასშტაბით მე-2, ხოლო მსოფლიო მასშტაბით მე-8 ადგილზე მოხვდა.

მებო ნუცუბიძე –  Heima Production-ის თანადამფუძნებელი:

„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან 2021 წლიდან მოყოლებული, ყოველდღიურად ვშრომობთ იმისთვის, რომ სულ უფრო და უფრო მაღალ დონეზე და ახალ მასშტაბებზე ავიდეთ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და, რა თქმა უნდა, მთავარი მამოძრავებელი სწორედ საქმის სიყვარულია, თუმცა, როცა ეს უკვე სხვადასხვა რეიტინგებში თუ ჯილდოებში აისახება, ცხადია, დამატებითი სტიმული და მოტივაციაა.

The One Club for Creativity-ის რეიტინგი ფასდება იმ კამპანიებით, რომელზეც იმუშავა ამა თუ იმ სააგენტომ,  რეჟისორმა, საუნდისა და მუსიკის კომპანიამ და ა.შ. არის რეგიონული რეიტინგები, ასევე, ქვეყნების მიხედვითაც შეგიძლია ნახო შენი კომპანიის რეიტინგი და, რა თქმა უნდა, არის მსოფლიო რეიტინგიც.“ 

Betkho – Heima Production-ის თანადამფუძნებელი:

„ამ შემთხვევაში, ჩვენი ასეთი რეიტინგი ქართული სააგენტოს, “ფლეიმეიქერსის” არაჩვეულებრივი კამპანიის – “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” დამსახურებაა. ამ კამპანიამ უამრავი ჯილდო მოიგო, როგორც საქართველოში, ასევე, ევროპაში. ვიდეოსთვის საუნდ დიზაინი სწორედ ჩვენ გავაკეთეთ. ძალიან რთული სამუშაო იყო, რადგან ვიდეოს მთავარი გმირი ანდრო ჭიჭინაძეა. მას ციხეში დავურეკეთ და სწორედ ციხიდან ჩაწერილ აუდიო ფაილზე მოგვიწია მუშაობამ, რაც განსსაკუთრებული სირთულე იყო. თუმცა, სხვადასხვა ხერხებით და მეთოდებით ჩვენ ეს შევძელით. ზოგადად, საუნდ დიზაინის და მუსიკის დანიშნულება და როლი სწორედ ეგაა: გაიგო, რა არის შემოქმედებითი გუნდის მთავარი სათქმელი, რისი გადმოცემა სურთ კრეატიულ დირექტორებს და შემდეგ უკვე, ხმითა და მუსიკით ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამოხატული და კარგი გახადო. ზუსტად მორგებული საუნდისა და მუსიკის გარეშე, შეიძლება ძალიან კარგი იდეაც გაფუჭდეს. ჩვენი საქმე ძალიან საპასუხისმგებლოა და ჩვენ ამას დიდი სიამაყით და დეტალებზე დაკვირვებით ვაკეთებთ.”

Heima Production უკვე ოთხი წელია, წარმატებით ახორციელებს თავის პროექტებს, მათი მთავარი გამოწვევა დღემდე ერთია – ყოველდღიურად გააუმჯობესონ საკუთარი ნამუშევრები. გუნდის წევრები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს წარმატება მომავალშიც გაგრძელდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკოლ შერზინგერი, ანდრეა ბოჩელი, Village People და რობი უილიამსი 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრაზე იმღერებენ

შემდეგი სტატია

Mary Um - Game Over (Official Music Video)

Mary Um-ის ახალი სიმღერა და მუსიკალური კლიპი – Game Over

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი