Quemmekh-ის ახალი ალბომი

Billboard
14 ოქტომბერი, 2024

13 ოქტომბერს Quemmekh-ის ახალი ალბომის მოსმენის საღამო Left Bank-ში გაიმართა.

ბენდმა 13 ოქტომბერს, Left Bank-ში, მსმენელის წინაშე მეხუთე ალბომი წარადგინა, რომლის სახელწოდებაა Quemmekh. ჯგუფის ვოკალისტ სანდრო ქერაულის თქმით, „ეს ქვემეხის ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ნამუშევარია“.

Quemmekh

სანდრო ქერაული, QUEMMEKH-ის ფრონტმენი, ვოკალისტი:

„ქვემეხის – ქვემეხი (Self titled album). ამ ალბომის ღერძი ქვემეხია – გზა, რომელიც ქვემეხის კეთებისას გავიარე. პოლიტიკა და ცხოვრება თბილისში, რაღაცები, რაც ვისწავლე და რაღაცები, რაც ვერ ვისწავლე.

ალბომში ზოგიერთი ტრეკი აბსტრაქტულია, რთულია მარტივად აღმოაჩინო, რა იგულისხმება მათში, მაგრამ ყველაზე პირადული ტრეკები ყოველთვის ასეთი მაქვს, არაცნობიერის ნაკადია, განცდები და შეგრძნებები, რომლებიც პირდაპირ ფრაზაში ითარგმნება, შეიძლება სრულიად გაუგებარი კონტექსტით, მაგრამ ემოციური რიტმითა და შინაარსით, რომელიც შეიძლება მსმენელმა თავისი საკუთარი შინაარსით დატვირთოს, სუბიექტური და ამავე დროს ყველაზე ობიექტური უზოგადესი დეფინიციით და ეს სწორი წაკითხვა იქნება ნებისმიერ შემთხვევაში“.

Quemmekh ქართულ ანდეგრაუნდ მუსიკალურ სცენაზე მნიშვნელოვანი განაცხადია, რომელიც სათქმელს საზოგადოებაში ინდივიდუალიზმით და აქტუალური ტექსტებით გამოხატავს.

ბენდის სიმღერებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტექსტებს, რომლებიც ღრმა შინაარსობრივ კონტექსტს და პროტესტს ასახავს. 

„როგორც წესი, მესიჯი ან ძალიან გასაგებია და საერთოდ არ ტოვებს თავისუფალ სივრცეს ინტერპრეტაციისთვის, ან სუნთქავს თავისუფლად და, ვისაც როგორ უნდა, ისე იგებს. ორივე ტიპის ტრეკების წერა მიყვარს და ბლომად დაგროვდა ამასობაში, ყველა სხვადასხვა მიზანს ემსახურება”.

Quemmekh

„ალბომის ქავერი და ფოტოები მარიამ ანდღულაძისა და საბა გორგოძის გადაღებულია, მაშო (მარიამ გელაშვილი) ესთეტიკურ კონცეფციაზე მუშაობდა, სარალა, საბა ქარსელაძე და ჯუღელა ფროდაქშენის დახვეწაში და ორგანიზებაში მეხმარებოდნენ, გიორგი მირიანაშვილმა მასტერინგი გააკეთა. მოკლედ, კოლექტივის ძირითადი ნაწილი იყო ჩართული მუშაობაში. ალბომში ახალი ჟღერადობაა, ახალი თემები და გაზრდილი, უფრო ჩამოყალიბებული პერსპექტივა იმაზე, თუ რა მომწონს. მუსიკაზე და ტრეკების პროდუსინგზე მარტომ ვიმუშავე (ზოგიერთ ბილიკში ნიკა მოსიაშვილის ადრე ჩაწერილი რიფებია გამოყენებული). ძალიან საინტერესო პროცესი იყო, მომეხმარა იმის დანახვაში, თუ რა მიმართულებით მინდა მომავალში წასვლა და რა არის ის, რასაც მე თვითონ მუსიკაში ყველაზე მეტად ვაფასებ. სულ 10 ბილიკი იქნება ალბომში, შეიძლება CD-ზე მეტი იყოს, ბონუს კონტენტის გაფანტვა ყოველთვის მიყვარს იქით-აქეთ. 

იმედი მაქვს, რომ მსმენელი კარგად მიიღებს ამ ახალ ნამუშევარს და აჰყვება ქვემეხს ახალ მიმართულებაში, როგორც ჟღერადობით, ისე ესთეტიკით. ალბათ ეს ქვემეხის ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ნამუშევარია.“

ქართული ბენდი Quemmekh 2015 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის მუსიკას ძლიერი საპროტესტო სულისკვეთება დაჰყვება, რომელიც ქვეყანაში სოციალურ პოლიტიკურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

მოისმინეთ  Quemmekh-ის ახალი ალბომი სახელწოდებით Quemmekh:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოდან ანდრია ფუტკარაძე სიმღერას To My Mom – „დედას“ წარადგენს

შემდეგი სტატია

კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი უჩივის, რომელიც ამტკიცებს, რომ Diddy-ს სტუდიური სესიის დროს ის ნარკოტიკებით მოწამლეს და შემდეგ სექსუალურად იძალადეს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი
ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

სტაილსმა თავისი ყოფილი კოლეგის, One Direction-ის წევრის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე პირველად წარადგინა აქამდე გამოუქვეყნებელი სამახსოვრო სიმღერა What Is Enough.
მეტი