Browsing Category

თეატრი

81 posts

ვიმ ვანდეკეიბუსმა თბილისში წარმოდგენა და მასტერკლასი გამართა

24 ოქტომბერს, ფესტივალ „საჩუქრის” ფარგლებში, ვიმ ვანდეკეიბუსმა გრიბოედოვის სახელობის თეატრში სპექტაკლი „მანკიერი შთამომავლობა“ წარადგინა. მანამდე კი ცნობილმა ბელგიელმა ქორეოგრაფმა და რეჟისორმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ნინო ანანიაშვილთან ერთად მასტერკლასი გამართა.  ვანდეკეიბუსის შემოქმედება თანამედროვე სცენური ხელოვნების ის იშვიათი ფენომენია,…

ფესტივალი „საჩუქარი” იწყება

ფესტივალი „საჩუქარი” რიგით 29-ე სეზონს ხსნის. ღონისძიება სტარტს 16 ოქტომბერს აიღებს და 14 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში თბილისი თანამედროვე თეატრისა და ცეკვის გამორჩეულ ევროპულ დასებსა და ხელოვანებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება მასტერკლასები, შემოქმედებითი რეზიდენციები და პროფესიული შეხვედრები.  წლევანდელ…
Quemmekh - UNBURNED ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

UNBURNED  – QUEMMEKH-ის  ლაივ-შოუ

25 და 26 სექტემბერს Factory Tbilisi-ს სივრცემ წლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ინოვაციურ სახელოვნებო პროექტს უმასპინძლა. QUEMMEKH-ის მუსიკალურმა ლაივ-შოუმ – UNBURNED მაყურებელს სრულიად ახალი, ჰიბრიდული ფორმატი წარუდგინა, სადაც მუსიკა, თეატრალური ხელოვნება და თანამედროვე ქორეოგრაფია ერთიან, ორგანულ სანახაობად იქცა. მუსიკალურ ლაივ-შოუში…

ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი რუსთაველის თეატრის სცენაზე

23 ნოემბერს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ქართველი მაყურებლის წინაშე ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი წარდგება. ანსამბლთან ერთად სცენაზე ვიხილავთ ასევე ქართულ ჯგუფს „შინ.” წარმოდგენა, სახელწოდებით „ორ იბერიას შორის” ქართველი და ესპანელი არტისტების კოლაბორაცია იქნება, სადაც ქართული პოლიფონია და ჯაზური იმპროვიზაცია ანდალუსიურ…

დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის დებიუტი თბილისის ოპერის თეატრში

1-ელ და 2 ივლისს თბილისის ოპერის თეატრში ვერდის „ტრავიატა” შესრულდა. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ზაზა აზმაიფარაშვილი, ხოლო ქორეოგრაფი ნინო ანანიაშვილი იყო. სპექტაკლი ოთხ აქტად გაიმართა. თითოეულ დღეს მაყურებლის წინაშე სხვადასხვა დასი წარდგა.  2 ივლისის წარმოდგენა განსაკუთრებული იყო დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილისთვის, რომლისთვისაც…

17 ივნისს რუსთაველის თეატრი ჩინურ საცეკვაო კომპანია LDTX-ს უმასპინძლებს

17 ივნისს რუსთველის ეროვნულ თეატრს ჩინური ქორეოგრაფიული კომპანია LDTX ეწვევა. დასი ქართველი მაყურებლის წინაშე წარადგენს სპექტაკლს „უსასრულო” (Neverending). წარმოდგენა გვიყვება თანამედროვე ადამიანის მდგომარეობაზე – თუ როგორ ვიმყოფებით ერთი და იმავე მოქმედებებისა და ჩვევების განმეორებად ციკლში, რომელსაც რეჟისორი ხელოვნების ფორმად აქცევს.…

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

29 აპრილს თბილისში აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი – „SITFY საქართველო” გაიხსნა. გახსნის ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართა. ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.…

SITFY საქართველო – აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი იწყება

29 აპრილს „SITFY საქართველოს” ფარგლებში თბილისში აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი გაიხსნება. ღონისძიებას კონკურსის სახე აქვს და მასზე წარმოდგენილი იქნება ორკაციანი სპექტაკლები, დუოდრამები, რომელთაც საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ფესტივალი წელს შვიდი ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლებს. ესენი არიან: საქართველო, რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე,…

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) საქართველოს ეროვნული ცენტრი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. 30 წელი შესრულდა, რაც 1996 წელს საქართველოში აღნიშნული ცენტრი დაარსდა, რითაც ქვეყანამ პირველად მოიპოვა დამოუკიდებელი წვდომა მსოფლიო თეატრის ინსტიტუტთან.  ITI იუნესკოს მიერ 1948 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფუძნდა. ის…

,,სასწაულის მოლოდინში“ – საპრემიერო სამზადისი სოხუმის თეატრში

ერთმოქმედებიან სპექტაკლში ნაჩვენებია ორი 80 წელს მიღწეული ქართველი და აფხაზი მეგობრის შეხვედრა სოხუმში. მრავალწლიანი განშორების შემდეგ მათი საუბარი, ფაქტობრივად, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ერთმანეთს დაცილებული საზოგადოებების დიალოგია. მეგობრები იხსენებენ განვლილ წლებს, ახალგაზრდობას და მათ ცხოვრებას კონფლიქტამდე, ჰყვებიან მნიშვნელოვანი შინაარსით დატვირთულ ამბებს…