Browsing Category

მუსიკა

4611 posts

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

2024 წლის ბოლოს ბობი პულიდომ, რომლის ნამდვილი სახელია ხოსე რობერტო პულიდო უმცროსი, მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ 2026 წლიდან პოლიტიკურ საქმიანობას შეუდგებოდა. 3 ნოემბერს კი ნორტენიო-ტეხანოს მუსიკის ლეგენდამ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ტეხასში დემოკრატებს…
ელტონ ჯონი 1989 წლის კლიპში - Sacrifice YouTube/Alex Keshishian

Sacrifice ელტონ ჯონის პირველი სიმღერაა, რომელიც YouTube-ის მილიარდ ნახვათა კლუბს შეუერთდა

ელტონ ჯონის 1989 წლის სენტიმენტალური სინგლის  – Sacrifice-ის ვიდეოკლიპი YouTube-ზე მილიარდ ნახვათა კლუბს შეუერთდა. კომპოზიცია მომღერლის 22-ე სტუდიურ ალბომ Sleeping with the Past-შია შესული, რომელიც 1989 წელს გამოიცა. სიმღერა ქორწინების  სირთულეებზე მოგვითხრობს. ვიდეოკლიპში კი მომღერალი და სიმღერების ავტორი კრის ისააკი…
ნუნუ დუღაშვილი - კომპოზიტორი ქუთაისის ფოტო-კინო მატიანის მუზეუმი

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  „არც კი ვიცი, რა დავწერო… სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს. დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა.“ –  წერს სოციალურ ქსელში აჩიკო ბერიძე. კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში.…

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

ემინემის Hot 100-ის ლიდერი Not Afraid მიჩიგანის სენატორობის კანდიდატის, აბდულ ელ-საიედის საარჩევნო კამპანიის ვიდეოში გაჟღერდა. დემოკრატმა კანდიდატმა ვიდეო 3 ნოემბრის დილას, არჩევნების დღეს გამოაქვეყნა.  „მიჩიგანო, დროა. ახლა ჩვენზეა, რომ ვაჩვენოთ ქვეყანას, რისი მიღწევაა შესაძლებელი. მსოფლიო გვიყურებს“, – დაწერა ელ-საიედმა სოციალურ…
JISOO 2026 წლის 13 მაისი, ლოს-ანჯელესი, ხელოვნების მუზეუმი (LACMA) Dior-ის 2027 წლის Cruise კოლექციის ჩვენება ფოტო: Emma McIntyre/Getty Images

JISOO ახალ სიმღერას – Sun Showers-ს აანონსებს, რომელიც ფილმ The Angry Birds Movie 3-ის საუნდტრეკია

JISOO მალე ახალ სიმღერას, Sun Showers-ს გამოუშვებს, რომელიც ანიმაციური ფილმის, The Angry Birds Movie 3-ის საუნდტრეკში შევა. გამოცემა The Hollywood Reporter-მა 3 ნოემბერს გავრცელებულ ექსკლუზიურ ინფორმაციაში აღნიშნა, რომ კომპოზიცია ფილმში და მის ტრეილერში იქნება წარმოდგენილი. ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 3 დეკემბერს…
TRIGGER ფოტო: ლუკა მაისურაძე

TRIGGER -ის ახალი მუსიკალური კლიპი NEW FUNK

მუსიკალური ნამუშევრის შექმნას ხშირად სპონტანური იდეები, მოვლენების ქაოტური განვითარება და მოულოდნელი გადაწყვეტილებები უძღვის წინ. ქართული როკბენდის, TRIGGER-ის ახალი კომპოზიციაც სწორედ ასეთ გარემოში შეიქმნა. ბენდმა სიმღერის სახელწოდებაც სპონტანურად შეარჩია, NEW FUNK – Funk-ის ჟანრით შთაგონებული სიმღერაა, რომელსაც ჯგუფმა უფრო მძიმე ჟღერადობა…

ოლივია როდრიგო პირველ საშობაო სიმღერას აანონსებს

ოლივია როდრიგო ახალ საშობაო სიმღერას გამოუშვებს. სინგლი, სახელწოდებით  Take Me Home (4 Christmas) 5 ნოემბერს გამოვა. სიახლე არტისტმა ინსტაგრამზე გააზიარა და ნამუშევრის ყდაც წარადგინა, სადაც იატაკზე მჯდომი, სანტას ქუდით არის გადაღებული. მომღერალმა ამ ნამუშევარს თავისი პირველი საშობაო სიმღერა უწოდა. 2026…
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართულ Hoptoberfest-ზე გამოსვლისას Billboard Hot 100-ის ჩარტის ლიდერმა რეპერმა, აუდიტორიას მიმართა: „ჯანდაბა, ეს სემესტრი აუცილებლად უნდა ჩააბაროთ! და პასუხებს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“, – უთხრა მან შეკრებილებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Cardi B ხელოვნური ინტელექტის მიმართ…

მერაია კერი 2026 წლის საშობაო სეზონს სადღესასწაულო კამპანიითა და ალბომის მინიშნებით ხსნის

მერაია კერიმ საშობაო სეზონი გახსნილად გამოაცხადა ტრადიციული სიტყვებით „დროა!”. წელს მომღერალი სადღესასწაულო კამპანიის ფარგლებში „გუჩისთან” გაერთიანდა და ფანებს დიდი ხნის ნანატრი, თაროზე შემოდებული ალბომის გამოშვებაზეც მიანიშნა.  უკვე რამდენიმე წელია, შობის დედოფალი სადღესასწაულო სეზონის დაწყებას სპეციალური ვიდეოთი გვაუწყებს, რომელშიც თავისი სავიზიტო…

ჯასტინ ტიმბერლეიკი ოთხნაწილიან დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს, რომელშიც სტუმრის სტატუსით ჯენეტ ჯექსონიც გამოჩნდება

როგორც ჩანს, ჯასტინ ტიმბერლეიკს ბევრი რამ აქვს სათქმელი. Variety-ს ინფორმაციით, პოპვარსკვლავი Apple TV-სთვის ოთხნაწილიან დოკუმენტურ სერიალზე მუშაობს, რომელშიც სტუმრის სტატუსით ჯენეტ ჯექსონიც მიიღებს მონაწილეობას. არსებული ცნობების მიხედვით, სტრიმინგპლატფორმაზე პროექტის გამოსვლა დეკემბერში იგეგმება. ამ დროისთვის სხვა დეტალები ცნობილი არ არის, გარდა…