გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა

საერთაშორისო ჟიურიმ ქართველი პიანისტი 17 ქვეყნის 32 მონაწილეს შორის საუკეთესო სამეულში დაასახელა და მეორე ადგილი მიანიჭა.

გიორგი გიგაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული – რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა! საერთაშორისო ჟიურიმ ქართველი პიანისტი 17 ქვეყნის 32 მონაწილეს შორის საუკეთესო სამეულში დაასახელა და მეორე ადგილი მიანიჭა.

საფინალო სესიაზე გიგაშვილმა პროკოფიევის საფორტეპიანო და საორკესტრო კონცერტი №3 შეასრულა. იგი ერთადერთი ფინალისტი იყო, ვისაც დარბაზი ფეხზე წამოუდგა. მისი შესრულების შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში აუდიტორიაში ოვაციები არ წყდებოდა. აპლოდისმენტები და შეძახილები გიგაშვილის კულისებში შესვლის შემდეგაც გაგრძელდა და მაყურებელმა პიანისტი სცენაზე ორჯერ გამოიხმო. როგორც ამბობენ, ქართველი პიანისტის გამოსვლისას აუდიტორიამ იგრძნო, რომ ვარსკვლავის დაბადებას ესწრებოდა. 

ჟიურიმ გამარჯვებულთა ვინაობა დღეს, საფინალო სესიების დასრულების შემდეგ გამოაცხადა. დაჯილდოების ცერემონია ხვალ გაიმართება და გიორგი გიგაშვილი, უკვე კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულის სტატუსით, ისრაელის კამერატასთან ერთად დაუკრავს. ხვალ დასახელდება ახალგაზრდა ჟიურისა და მაყურებლის რჩეულიც.

გიორგი გიგაშვილი მესამე ქართველი პიანისტია, ვინც რუბინშტეინის კონკურსის გამარჯვებულთა შორის მოხვდა. 1995 წელს ალექსანდრე კორსანტიამ კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა. 2008 წელს კი ხატია ბუნიათიშვილი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის ერთადერთი ფინალისტია, რომელსაც დარბაზი ფეხზე წამოუდგა და სცენაზე ორჯერ გამოიხმო.

შემდეგი სტატია

ედ შირანმა გაამხილა, რომ Shape of You-ზე მუშაობისას, რეპერმა Jay-Z-მ თანამშრომლობაზე უარი უთხრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
მეტი

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი

Snoop Dogg თავისი ნაყინის კომპანიისთვის გემოს შემფასებელს ეძებს და კანდიდატს თვეში 10 000 დოლარს სთავაზობს

განაცხადის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მეტი

Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს

Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს
მეტი