ექსპერიმენტული მუსიკის გამორჩეული ბენდის Xiu Xiu-ს კონცერტი Junkyard-ში

თბილისში, 17 ივნისს, ახალ სივრცეში Junkyard-ში ამერიკული, ექსპერიმენტული როკ ბენდის Xiu Xiu-ს კონცერტი გაიმართა.
Xiu Xiu
Xiu Xiu

ალტერნატიული და ექსპერიმენტული მუსიკის სამყაროში Xiu Xiu-სავით მსმენელის მოხიბვლა და აღფრთოვანება ცოტამ თუ მოახერხა. 2002 წელს ჯეიმი სტუარტის მიერ ჩამოყალიბებული ბენდი სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს იყენებს, (იქნება ეს ზარი, თუ სხვა ინსტრუმენტი) რაც არასტანდარტულ ჟღერადობას ქმნის. ემოციურად დატვირთული ტექსტებით ბენდმა გულშემატკივართა და კრიტიკოსთა მოწონება მალევე დაიმსახურა.  

Xiu Xiu

Xiu Xiu-ს იდუმალი სამყარო და უნიკალური მხატვრული ხედვა მათ მუსიკას სხვებისგან ყოველთვის გამოარჩევდა. პირველი მოსმენიდან ცხადი ხდება, რომ შეუთავსებელი ჟღერადი ელემენტები დელიკატურად ერწყმის მელოდიებს და ისეთ ბგერით ატმოსფეროს ქმნის, რომელიც განსხვავებული და ამავე დროს საოცრად მომხიბვლელია. 

Xiu Xiu

Ignore Grief ექსპერიმენტული ჯგუფის Xiu Xiu-ს მეცამეტე სტუდიური ალბომია, რომელიც 2023 წლის 3 მარტს გამოვიდა. დისკის პირველ ნახევარზე ანგელა სეოს სიმღერებია ჩაწერილი, მეორეზე კი ჯეიმი სტუარტის. დისკი ექსპერიმენტული ინდუსტრიის ჟანრსა და თანამედროვე ექსპერიმენტულ კლასიკას მოიცავს, სადაც პირველი ნაწილი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული, მეორე კი – ფანტაზიის ნაყოფია. 17 ივნისს, სწორედ ამ ალბომიდან შესრულდა რამდენიმე კომპოზიცია ახალ ექსპერიმენტულ სივრცეში Junkyard-ში.

Xiu Xiu კომპოზიციებში ერთმანეთს ხშირად ეჯახება ინსტრუმენტული ფენები, მაგრამ მიუხედავად ქაოსისა, არის რაღაც, რაც მათ მუსიკაში საოცრად მიმზიდველია.

Xiu Xiu

Xiu Xiu-ს სიმღერის ტექსტები პირადი, ექსპრესიული და ხშირად ტაბუირებულია. ბენდი ისეთ თემებს ეხება როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა, სექსუალობა, სოციალური ტაბუ. ბენდის ვოკალისტის ჯეიმი სტუარტის ემოციური და გამყინავი ვოკალი ლირიკულ ნარატივებს აცოცხლებს და ადამიანის ბნელ კუთხეებს იკვლევს. Xiu Xiu მსმენელთა ემოციებზე ზედაპირული გრძნობებით არასოდეს სპეკულირებს. ჯგუფის 20 წლიანი შემოქმედება, სწორედ ამ სენთა წარმოჩენას ეძღვნება, რათა წინ აღუდგეს და უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოლოს. 

Xiu Xiu

Xiu Xiu-ს ცოცხალი შესრულება მსმენელისთვის ინტენსიური და ღრმა გამოცდილებაა, რომელიც აუდიტორიას დასრულების შემდეგ დიდხანს მიჰყვება. ჯგუფის წევრები სცენიდან მუსიკას ემოციური ნარატივებით ექსპრესიულად გადმოსცემენ. მუსიკა ბენდის წევრებსა და მსმენელს შორის ინტიმურ კავშირს ქმნის და თავბრუდამხვევ რიტმულ სამყაროში გამოგზაურებს.

მოისმინეთ Xiu Xiu უახლესი ალბომიდან (Ignore Grief) სიმღერა Maybae Baeby

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიონსეს კონცერტი ამსტერდამში – „Billboard საქართველოს“ რეპორტაჟი შოუდან

შემდეგი სტატია

The Exploited

The Exploited – ჰარდქორ -პანკის პიონერები, Elektrowerk-ის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი