ბილი აილიშმა ახალი სიმღერის What Was I Made For-ის გამოსვლა დააანონსა

ეს წელს, ბილი აილიშის მიერ გამოცემული პირველი საავტორო სიმღერა იქნება
ბილი აილიში 2023 წლის 17 მარტი, სანტიაგო, ჩილე. ფოტო: მარსელო ერნანდესი
ბილი აილიში 2023 წლის 17 მარტი, სანტიაგო, ჩილე. ფოტო: მარსელო ერნანდესი

ფილმ The Barbie-ს გარშემო სიახლეები გრძელდება. გრემის მფლობელმა პოპ ვარსკვლავმა, ბილი აილიშმა ახალი სიმღერის გამოცემა დაანონსა, რომელიც ფილმ The Barbie-ს საუნდტრეკი იქნება. 

6 ივლისს მუსიკოსმა ინსტაგრამზე პოსტი გააზიარა: „ეს სიმღერა ფილმ Barbie-თვის შეიქმნა და ჩემთვის მთელ სამყაროს ნიშნავს. ფილმი ცხოვრების შესახებ ბევრს შეუცვლის წარმოდგენას, იმედია სიმღერაც ამავეს შეძლებს. მოემზადეთ ტირილისთვის.“ წერს ბილი აილიში.

სიმღერა სახელწოდებით What Was I Made For, 13 ივლისს გამოვა. საუნდტრეკი ბილი აილიშის და მისი უფროსი ძმის FINNEAS ურთიერთთანამშრომლობით შეიქმნა. 

ფილმ Barbie-ის საუნდტრეკები ისეთ პოპ ვარსკვლავებს აქვთ შექმნილი როგორებიც არიან: Lizzo, Fifty Fifty, Kali, Gayle, Khalid, Haim და Ava Max. ფილმის რამდენიმე სიმღერა უკვე გამოვიდა და ადგილი Billboard-ის საუკეთესო ასეულშიც დაიკავა. მათ შორის არის დუა ლიპას სიმღერა Dance the Night და ნიკი მინაჟის Ice Spice-ის სიმღერა Barbie World. 

სიმღერა What Was I Made For ბილი აილიშის მიმდინარე  წლის მეორე გამოცემაა. მაისში მომღერალმა Drake-ის სიმღერის Hotline Bling-ის ქავერ ვერსია შექმნა.

 ნახეთ ბილი აილიშის ინსტაგრამ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Quemmekh-ის და დიზაინერ აკა ფროდიაშვილის კოლაბორაცია

შემდეგი სტატია

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი „ყვავილების ქვეყანა“ და ახალი ვიდეო კლიპი ნანი ბრეგვაძის და EMIN-ის შესრულებით

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი