ჰარი სტაილსმა ვარშავაში გამართულ კონცერტზე სამი უკრაინელი ლტოლვილი მიიწვია

არტისტი ჰუმანიტარული ორგანიზაცია „გადარჩენის საერთაშორისო კომიტეტის“ (IRC) ინიციატივას შეუერთდა და უკრაინის მოქალაქეები კონცერტზე სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში მიიწვია.
ფოტო: JMEnternational/Getty Images


პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ კონცერტზე ჰარი სტაილსმა სამი უკრაინელი ლტოლვილი მიიწვია. 13 წლის დარიამ, დედამისმა მარიამ  და მათი ოჯახის მეგობარმა დარია კატინამ უკრაინა გასულ წელს დატოვეს, მას შემდეგ რაც რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა და ომი წამოიწყო. ვარშავას სტაილსი Love on Tour-ის ფარგლებში ეწვია. არტისტი ჰუმანიტარული ორგანიზაცია „გადარჩენის საერთაშორისო კომიტეტის“ (IRC)  ინიციატივას შეუერთდა და უკრაინის მოქალაქეები კონცერტზე სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში მიიწვია.  

მარიამ  ჰარი სტაილსს და ორგანიზაცია  IRC-ს მადლობა საჯაროდ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს იყო მომენტი, რამაც შესაძლებლობა მიეცათ დროებით მწუხარება დაევიწყებინათ. IRC-მა მომღერალს ბილეთების გაღებისა და ორგანიზაციის საქმიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შოუს მსვლელობისას გადაღებულ ვიდეოში კონცერტზე მიწვეული უკრაინელები ჩანან, რომლებიც ვარსკვლავის პერფორმანსს სცენასთან ახლოს მდებარე ზონიდან  აკვირდებიან.

Რაც შეეხება ჰარი სტაილსის საკონცერტო ტურნეს, ვარშავას შემდეგ ვარსკვლავმა შოუ 8 ივლისს ვენაში გამართა, 22 ივლისს კი არტისტი იტალიაში მდებარე ქალაქ რეჯიო-ემილიას  ეწვევა. 

ნახეთ ორგანიზაცია IRC-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოლივია როდრიგოს თქმით, მისი მეორე ალბომი მარცხზე, წარმატებასა და შეცდომებზეა

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანი და კორტნი კარდაშიანი 2018 წლის მოდის დაჯილდოებაზე, ბრუკლინი, ნიუ იორკი. ფოტო: დენის ვან თინი

რატომ ჩხუბობენ ანდრია ბოჩელის გამო კიმი და კორტნი კარდაშიანები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი