საბინა ჭანტურია –  ქართული წარმოშობის შვედი არტისტის მუსიკალური კარიერა

„12 წლის ვიყავი, როცა პირველად საქართველოში ჩამოვედი. აქაურმა გარემომ, კულტურამ, ამ ქვეყნის ენერგეტიკამ ჩემზე და ჩემს შემოქმედებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.“
საბინა ჭანტურია / Echoes

საფესტივალო სივრცე ის ადგილია, სადაც მსმენელები უკვე ნაცნობ არტისტებთან ერთად, ახალ შემსრულებლებსაც ეცნობიან. წელს Tbilisi Open Air-ზე აუდიტორიის წინაშე არაერთი ისეთი მუსიკოსი წარდგა, რომლებიც სოლო შესრულებით, თუ მუსიკალური პროექტებით ქართულ სივრცეში თავს ახლა იმკვიდრებენ. ქართველი მსმენელისათვის ახალ სახეებს შორის ერთ-ერთი იყო საბინა ჭანტურია – შვედეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი. როგორც საბინა „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება შვედეთში გაატარა და მუსიკალური კარიერაც სწორედ ამ ქვეყანასთან არის დაკავშირებული, საქართველოს ისტორიისა და კულტურის რეფერენსები მის სიმღერებში დროდადრო იგრძნობა. საბინა სიმღერების ავტორი და შემსრულებელია. მისი ნამუშევრები ჟანრობრივად მრავალფეროვანია და აერთიანებს როგორც პოპის, ასევე როკ მუსიკის ელემენტებს. როგორც თავად განსაზღვრავს, მისი მუსიკის ძირითადი მიმართულება პოპ-როკია. 

საბინა ჭანტურია: 

„რაც თავი მახსოვს სულ ვმღერი. როდესაც თინეიჯერი გავხდი, სიმღერების წერა დავიწყე, რადგან ეს ჩემთვის საკუთარი თავის პოვნის და გამოხატვის საუკეთესო გზა იყო. გარკვეული დროის შემდეგ მუსიკას უფრო სერიოზულად შევხედე, ბენდებთან დავიწყე თანამშრომლობა და სხვადასხვა მუსიკალურ პროექტშიც ვიღებდი მონაწილეობას. ჩემი მუსიკის ინსპირაცია გარესამყაროა, რომელსაც ჩემებურად აღვიქვამ და გადმოვცემ. 12 წლის ვიყავი,როცა პირველად საქართველოში ჩამოვედი. აქაურმა გარემომ და კულტურამ, ამ ქვეყნის ენერგეტიკამ ჩემზე და ჩემს შემოქმედებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა“

როგორც საბინა აღნიშნავს, შვედეთში მუსიკალური სცენა საკმაოდ აქტიურია, განსაკუთრებით პოპულარული კი პოპ ჟანრია. თუმცა მომღერლის მთავარი ორიენტირი და ხედვა ამერიკული სცენისაკენ იყო. საბინა ჭანტურია 19 წლის იყო, როდესაც „ჰოლივუდის საშემსრულებლო ხელოვების მსოფლიო ჩემპიონატში“ მიიღო მონაწილეობა. შესარჩევ ტურზე მისი საავტორო კომპოზიცია ჟიურის მოეწონა და ასე აღმოჩნდა რჩეულ კონკურსანტებს შორის. 2017 წელს მომღერალმა „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენლის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ფინალშიც მოხვდა.

ახლახან საბინა ჭანტურიამ სინგლი სახელწოდებით Echoes და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. მომღერალმა Echoes კალიფორნიელ პროდიუსერთან, დეივ ჯენკინსთან თანამშრომლობით ჩაწერა. ჯენკინსი აღმოჩნდა მუსიკალური სფეროს ის პროფესიონალი, რომელმაც საბინა ცნობილ და წარმატებულ მუსიკოსებთან დააკავშირა. მაგალითად, კომპოზიციაში დრამის პარტიას კენი არონოფი ასრულებს. არონოფი არის დრამერი, რომელსაც სხვადასხვა დროს მუსიკალური თანამშრომლობა აკავშირებს ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან მიკ ჯაგერი და უილი ნელსონი . 

საბინა ჭანტურია: 

„არც ისე დიდი ხნის წინ ლოს ანჯელესში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. ეს ახალბედა სიმღერის ავტორებისათვის კავშირების გაცვლის და ახალი კონტაქტების აღმოჩენის პლატფორმა იყო. სწორედ აქ გადავიკვეთე პროდიუსერ დეივ ჯენკინსთან. აღმოჩნდა, რომ ჩემი სიმღერით  – Echoes მისი ყურადღება მივიქციე. შემდეგ მან სხვადასხვა მუსიკოსი გამაცნო, მათ შორის კენი არანოფი და ასე შედგა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკალური კოლაბორაცია“. 

ნახეთ საბინა ჭატურიას მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია კომპოზიციაზე Echoes:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კიმ კარდაშიანი და კორტნი კარდაშიანი 2018 წლის მოდის დაჯილდოებაზე, ბრუკლინი, ნიუ იორკი. ფოტო: დენის ვან თინი

რატომ ჩხუბობენ ანდრია ბოჩელის გამო კიმი და კორტნი კარდაშიანები

შემდეგი სტატია

Coolio Riot Fest-ზე 2022 წლის 18 სექტემბერს, ჩიკაგო. ფოტო: დანიელ ბოჩარსკი.

Coolio-ს გარდაცვალების შემდგომ ალბომი Long Live Coolio გამოვა. ნახეთ მასში შესული სიმღერები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი