კეტი პერი Peppa Pig!-ის ახალ პერსონაჟს გაახმოვანებს

შოუს სპეციალური სერიების პრემიერა 2024 წელს შედგება.

კეტი პერი ცნობილი ანიმაციური შოუს, სახელწოდებით Peppa Pig! შემოქმედებითი გუნდის წევრი ხდება. პროექტის შემქმნელი კომპანიის, Hasbro-ს განცხადებით მომღერალი შოუს 2024 წლიდან შეუერთდება. 

მომღერალი ანიმაციური სერიალის სამნაწილიან სპეციალურ გამოშვებაში –  Peppa Pig Wedding Party-ის სერიებში ახალ პერსონაჟს, მკერავ მის ლეოპარდს გაახმოვანებს. 

„ძალიან გახარებული ვართ, რომ ასეთი რანგის  ნიჭიერი არტისტი Peppa Pig!-ს შემოუერთდა. როგორც მზრუნველი მშობელი და Peppa-ს თაყვანისმცემელი, კეტი პერი მის ლეოპოლდის პერსონაჟის გასახმოვანებლად საუკეთესო არჩევანია“ – აღნიშნა Hasbro Entertainment-ის პრეზიდენტმა, ოლივიე დიუმონმა. Peppa Pig-ის როლი კეტი პერისათვის პირველი ანიმაციური პერსონაჟია მას შემდეგ, რაც 2013 წელს The Smurfs 2-ში სმურფეტი გაახმოვანა.

როგორც გამოქვეყნებულ რელიზშია მითითებული, Peppa Pig Wedding Party-ის პროექტზე შემოქმედებითი გუნდი ჰოლივუდის სცენარისტთა და მსახიობთა გაფიცვამდე დამტკიცდა.

Peppa Pig ბრიტანული სატელევიზიო სერიალია, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაა გათვლილი. სერიალი დაახლოებით 20 წელია გადის და მას  მსოფლიო მასშტაბით 180-ზე ტერიტორიულ ერთეულზე უჩვენებენ. Peppa Pig-მა სამი სტუდიური ალბომიც გამოსცა – My First Album(2019), Peppa’s Adventures: The Album(2021) და Peppa’s Club: The Album (2022). 

ნახეთ Peppa Pig-ის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დათო გორგილაძის რჩეული კომპოზიცია

შემდეგი სტატია

გვენ სტეფანი მეუღლის შესახებ საუბრობს: „მან ჩემი ცხოვრება შეცვალა”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი