ჯონ ბატისტი მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე, ინტერვიუ ამერიკულ Billboard-თან

მაყურებელს ფილმი მუსიკოსის რთულ პერიოდებს აცნობს, დროს, როდესაც მისი პარტნიორი კიბოს ებრძოდა.
ფოტო: Netflix

„გრემის“ მფლობელი მუსიკოსის ჯონ ბატისტის შესახებ Netflix-მა დოკუმენტური ფილმი American Symphony გადაიღო. ფილმის ტრეილერი ნოემბრის შუა რიცხვებში გავრცელდა, პრემიერა კი, 29 ნოემბერს შედგება. ტრეილერიდან და ფილმის სინოფსისიდან ირკვევა, რომ ნამუშევარი არამხოლოდ მუსიკოსის შემოქმედებაზე, არამედ მის პირად ცხოვრებაზეც მოგვითხრობს. ბატისტის ცხოვრება, რომელიც საჯარო სივრცისგან დისტანცირებულია, საკმაოდ კომპლექსურია. ფილმი მაყურებელს მუსიკოსის რთულ პერიოდებს აცნობს, იმ დროს, როდესაც მისი პარტნიორი კიბოს ებრძოდა. დოკუმენტური ნამუშევარი ჯონ ბატისტის გამოცდილებაზე გვიყვება, როდესაც იგი Carnegie Hall-ის დებიუტისათვის ემზადებოდა. 

ფოტო: Netflix

ჯონ ბატისტის შემოქმედებითი ცხოვრება მრავალი ეტაპისაგან შედგება. მუსიკოსი თავისი ბენდით The Late Show With Stephen Colbert-თან შვიდი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა. ბატისტი „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელიც გახდა. კინოსამყაროს აღიარებული ჯილდოები  Pixar-ის ცნობილი ანიმაციის, Soul-ის მუსიკალური გაფორმებისათვის მიიღო. 2022 წელს კი არტისტმა ხუთი „გრემი“ მოიპოვა.

რაც შეეხება დოკუმენტურ ფილმს, American Symphony ოსკაროსანი რეჟისორის, მეთიუ ჰაინემენის გადაღებულია. რეჟისორმა ბატისტის  გვერდით შვიდი თვე გაატარა. აღსანიშნავია, რომ ფილმის თანაპროდიუსერი არის მიშელ და ბარაკ ობამების კომპანია Higher Ground Productions. Netflix-ის პრემიერამდე, 28 ნოემბერს, American Symphony შეერთებული შტატების კინოთეატრების ეკრანებზეც გამოდის.

ფოტო: კრისტოფერ პოლკი, Variety

დოკუმენტური სურათის პრემიერის თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკულმა Billboard-მა არტისტთან ინტერვიუ ჩაწერა. მუსიკოსმა ფილმის შექმნის პროცესზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და თავის შემოქმედებაზე ისაუბრა.

ფილმში კომპოზიციების შექმნის პროცესს ვხედავთ. ის უფრო მეტად კოლაბორაციულია, ვიდრე სტანდარტული. ასეთია თქვენი ჩვეული შემოქმედებითი პროცესი? 

„ეს ფორმაზე ფიქრის პროცესი იყო, სანამ უშუალოდ კომპოზიციის შექმნის ნაწილი დაიწყება. შემდეგ მოდის ამ ფორმით ნაწარმოების შექმნა და ეს ფორმა შესაძლოა გზადაგზა შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რა აღმოჩენებს გავაკეთებ. როდესაც სიმღერას, ინსტრუმენტულ კომპოზიციას, ან  მელოდიას ვწერ, შესაძლოა ეს პროცესი ერთ მომენტში წარიმართოს. [სიმფონიაზე მუშაობისას] წინასწარ დაგეგმვაა საჭირო.“

როგორც ჯონ ბატისტი აღნიშნავს, იგი განსაზღვრავს, თუ როგორ გამოიყენოს მუსიკა ალეგორიის სახით და როგორ გადმოსცეს ფილოსოფია, რომელიც ამ სიმფონიის მიღმაა. 

„თუ გავაანალიზებთ კლასიკური მუსიკის ფენომენს, რომელიც მე ძალიან მიყვარს და რომელსაც ჩემზე ჯაზთან და ამერიკულ მუსიკასთან ერთად უდიდესი გავლენა აქვს, ყველა დიდი კომპოზიტორი ხალხურ მუსიკას, ტრადიციებს და იმ ქვეყნის კულტურას ეყრდნობოდა, რომელშიც იზრდებოდა. American Symphony-ის მთავარი იდეა შემდეგი იყო: თუკი სიმფონიური ორკესტრისა და სიმფონიური კომპოზიტორების ადრესატი თანამედროვე ამერიკა იქნებოდა, თუკი [ნაწარმოებები] შეიქმნებოდა თანამედროვეობაში და მე შემოქმედი ვიქნებოდი, რას გამოვხატავდი? ეს ნამდვილად ამაღელვებელი იყო.“

ფოტო: Netflix

ფილმში თერაპიისა და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ძალიან გახსნილად საუბრობთ. რამ გიბიძგათ, რომ ასეთი გულახდილი ყოფილიყავით?  

„ვიმედოვნებ, რომ ეს ბევრი ხელოვანისთვის შუქურა იქნება. ვფიქრობ, როდესაც ადამიანები წარმატებულები არიან, განსაკუთრებით კი საჯარო სცენაზე, ეს სიმარტივის ილუზიას ქმნის.“ – აღნიშნავს ჯონ ბატისტი.  

„წარმატებულ ადამიანს როცა ეხება საქმე, არასოდეს ვიცით, რა დათმო და მიზნისათვის მისაღწევად რა გაკეთა. ჩვენ ყველა უბრალოდ ადამიანები ვართ, რომლებიც ცხოვრებაში ერთსა და იმავე საკითხებს ვუმკლავდებით. სჯობს, უფრო მეტად გახსნილები ვიყოთ, ვიდრე სოციალური მედიის მიღმა დავიმალოთ“ – ამბობს Billboard-თან ინტერვიუში ჯონ ბატისტი. 

ნახეთ ჯონ ბატისტის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნატალია ნაყოფია ახალ სიმღერას აზიარებს

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველო“ წარმოგიდგენთ: ვიკა კალანდიას მუსიკალური რეკომენდაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი
რალუკა რადოი

რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

წლევანდელი წელი კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რაც სოხუმის თეატრის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
მეტი