სელინ დიონი მისი ვოკალის და  ვიზუალის გამოყენებით შექმნილ AI მუსიკას ეხმიანება

ამის შესახებ დიონმა 7 მარტს ინსტაგრამზე განცხადება გაავრცელა.
სელინ დიონი დოკუმენტური ფილმის, I Am: Celine Dion-ის ჩვენებაზე ნიუ-იორკში. 2024 წლის 17 ივნისი.
Kristina Bumphrey

მომღერალი სელინ დიონი საჯაროდ გამოხატავს პროტესტს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მუსიკის წინააღმდეგ, რომელიც მისი სახელისა და ხმის გამოყენებით ვრცელდება. 

დიონმა 7 მარტს ინსტაგრამზე განცხადება გაავრცელა: „ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ინტერნეტსა და სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე არაკანონიერად შექმნილი, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ჩანაწერები ვრცელდება, რომლებიც თითქოს სელინ დიონის ვოკალურ შესრულებებს, სახელსა და სხვა მსგავსებებს შეიცავს.” 

განცხადებაში სელინ დიონი და მისი წარმომადგენლები ასევე მიმართავენ მსმენელებს: „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს ჩანაწერები ყალბია, არ არის ავტორიზებული და დიონის ოფიციალური დისკოგრაფიის ნაწილს არ წარმოადგენს.”

სელინ დიონს კონკრეტულად არ დაუსახელებია, რომელ AI ჩანაწერებზე საუბრობს.  

მომღერალი გასულ წელს სცენას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ივლისში, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მან ეიფელის კოშკზე ედიტ პიაფის 1950 წლის კლასიკა – Hymne à L’Amour შეასრულა. 

ეს გამოსვლა მას შემდეგ შედგა, რაც დიონმა მსოფლიო ტურნეს დარჩენილი კონცერტები გააუქმა და გაამხილა, რომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, ე.წ. გაშეშებული ადამიანის სინდრომი ( SPS – Stiff Person Syndrome) აქვს, რომელიც მძიმე კუნთოვან სპაზმებს იწვევს. 

მომღერალმა Vogue France-სთან ინტერვიუში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა: „დაავადება არ დამიმარცხებია, ის ისევ ჩემშია და მთელი ცხოვრება დარჩება. იმედია, მეცნიერება ოდესმე მიაგნებს განკურნების გზას, მაგრამ ახლა უნდა ვისწავლო ცხოვრება მასთან ერთად.”

სელინ დიონმა ინტერვიუ ამ სიტყვებით დაასრულა: „ერთი რამ არასოდეს დასრულდება – ეს სურვილია. ეს ვნებაა. ეს ოცნებაა. ეს არის მიზანდასახულობა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

შემდეგი სტატია

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი