ნუცი ნებიერიძის ახალი ვიდეო სიმღერაზე Move On

„ამ live-ის შთაგონების წყარო თვითონ ეს ქალაქი და ეს ხედი იყო, რომელიც უკვე ჩემი ნაწილია. ამ სიმღერის პირველადი კონცეფცია არის ირონიული მელოდრამა და დამსხვრეული რომანტიზმი. ის ახლა მოვარგე ამ ქალაქს, რომელსაც ეს სიმღერა დაჟინებით მოუწოდებს მოქმედებისკენ, პროგრესისკენ და სტაგნაციის გადალახვისკენ.“
ნუცი ნებიერიძე - Move On
ნუცი ნებიერიძე – Move On

7 მარტს მომღერალმა და კომპოზიტორმა ნუცი ნებიერიძემ  სიმღერა Move On-ზე გადაღებული ცოცხალი სესიის ვიდეო გამოაქვეყნა.

სიმღერა ნუცის 2020 წელს გამოცემულ საავტორო ალბომშია (Reborn) შესული. მუსიკალური ვიდეოს მთავარი შთაგონება, როგორც თავად მუსიკოსი აღნიშნავს, თბილისი და ის ხედია, რომელიც მისი ფანჯრიდან ჩანს. სიმღერის მთავარი მესიჯი კი მოძრაობაა, მოძრაობა პროგრესისკენ და იმ პრობლემების გადალახვისკენ, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ადამიანს ეჯახება.

ნუცი ნებიერიძე – Move On

ნუცი ნებიერიძე:

„ეს სიმღერა არის ჩემი საავტორო ალბომიდან Reborn, რომლიდანაც რამდენიმე სიმღერის ცოცხალი შესრულება გადავიღეთ ჩემი სახლის სტუდიაში რამდენიმე თვის წინ. 

ოპერატორი არის ბექა ჯავახიშვილი, რომელთანაც დიდი ხანია ვთანამშრომლობ და ის ჩემთვის საუკეთესოა, რადგანაც ყოველთვის ზუსტად შეუძლია ასახოს ჩემი მდგომარეობა ფოტოგრაფიაშიც და ვიდეოშიც. 

დიდი ხანია, რაც აუდიო-ვიზუალური ნამუშევრების გაკეთება მინდა და მაქვს გადაღებული რამდენიმე აბსტრაქტული ვიდეო, რომელიც მინდა ჩემს მუსიკასთან სინქრონში დავამუშაო და ვიდეო არტები შევქმნა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ live production-ზე მემეცადინა, საუნდიც მთლიანად მე დამემიქსა და ვიდეოც თვითონვე დამემონტაჟებინა. 

ამ ვიდეოს შექმნის პროცესში თითქოს კინოს მხატვრობას დავუბრუნდი და ჩემი კავშირი ფერებთან და ვიდეოსთან ისევ გაღვივდა. ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ ღრმად ჩავიძირე ვიდეო ფროდაქშენის სწავლაში, რაც იყო ძალიან შრომატევადი მეცადინეობა, იმისთვის, რომ ჩემი აუდიო-ვიდეო ნამუშევრები შევქმნა.

ამ live-ის შთაგონების წყარო იყო თვითონ ეს ქალაქი და ეს ხედი, რომელიც უკვე ჩემი ნაწილია. ამ სიმღერის პირველადი კონცეფცია არის ირონიული მელოდრამა და დამსხვრეული რომანტიზმი. ის ახლა ამ  მოვარგე ამ ქალაქს, რომელსაც სიმღერა დაჟინებით მოუწოდებს მოქმედებისკენ, პროგრესისკენ და სტაგნაციის გადალახვისკენ.“

ნახეთ ნუცი ნებიერიძის სიმღერა  Move On-ზე გადაღებული ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯონ რიჩმონდი ფოტო: ფილიპო მოსკატი

დიზაინერი ჯონ რიჩმონდი პანკური მოდისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა ის პატი სმიტმა

შემდეგი სტატია

ნინი ნუცუბიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი