გაიცანით Billboard Women In Music-ის დაჯილდოების Global Force კატეგორიის ნომინანტები

ნომინანტები იმ ქვეყნებმა წარადგინეს, სადაც Billboard ოფიციალურად მაუწყებლობს, მათ შორისაა Billboard საქართველო.

Billboard Women in Music-ის წლევანდელი დაჯილდოება ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ცერემონია იყო მისი არსებობის განმავლობაში. წელს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, წარმოეჩინათ ქალი მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან, რაც გამოიხატა არაერთი ლათინო არტისტისა და K-Pop გოგონათა ბენდის დაჯილდოებით და ასევე ახალი კატეგორიის დამატებით, სახელწოდებით Global Force.

გაიცანით Global Force Award-ის ნომინანტები:

სარა ჰერონიმო (ფილიპინები)

Სარა ჰერონიმო ფილიპინების პოპვარსკვლავია. როგორც Billboard ფილიპინები წერს, სწორედ მისმა შემოქმედებამ აქცია ფილიპინური პოპი ისეთად, როგორიც დღესაა. Სარა ღონისძიებას ესწრებოდა და კუთვნილი ჯილდო სცენაზე მიიღო. 

ტია რეი (ჩინეთი)

ჩინეთმა ჯილდოზე ავტორ-შემსრულებელი ტია რეი წარადგინა. მან პოპულარობა 2012 წელს მოიპოვა, როცა ჩინეთის “ვოისიის” ფინალისტი გახდა. 

შერინ აბდელ-ვაჰაბი (არაბეთი)

როცა Billboard არაბეთმა დაიწყო თავისი Hot 100-ის ჩარტის გაკეთება დაიწყო, შერინი პირველი მომღერალი გახდა, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა. მისი 2003 წელის სიმღერა Sabry Aali TikTok-ის ერთ-ერთი ჰიტია და სპოტიფაიზე 24 მილიონი სტრიმი აქვს.  

ანალისა (იტალია)

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა იტალიელი პოპვარსკვლავი ანალისა. ის პირველი იტალიელი მუსიკოსია, რომელიც ბილბორდის Women in Music-ზე დაჯილდოვდა. ანალისას სიმღერებს ათობით მილიონი სტრიმი აქვს, მათ შორისაა უკვე ჰიტად ქცეული DISCO PARADISE.  

ნინი ნუცუბიძე (საქართველო)

მრავალჟანრობრივი არტისტი ნინი ნუცუბიძე ჯილდოზე Billboard საქართველომ წარადგინა. წელს მან გამოსცა სამკომპოზიციანი EP სახელწოდებით Paper Planes და ორი სინგლი. Ნინი ნუცუბიძის შემოქმედება ქართული კულტურისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავია. 

მარია ბესერა (არგენტინა)

Მარია ბესერამ დაჯილდოებაზე არგენტინა წარმოადგინა. მისი 2021 წლის სადებიუტო ალბომი Animal ლათინურ გრემიზე იყო წარდგენილი საუკეთესო ურბანული ალბომის კატეგორიაში.  2023 წლის გრემიზე კი მარია ნომინირებული იყო წლის სიმღერის, რეგეტონის საუკეთესო შესრულებისა და საუკეთესო ურბანული სიმღერის ნომინაციებში.

ლუიზა სონზა (ბრაზილია)

Billboard ბრაზილიის მიერ წარდგენილი ლუიზა სონზა ასევე პირველი ბრაზილიელი არტისტია, რომელიც Billboard Women In Music-ზე დაჯილდოვდა. იტალიისა და ფილიპინების წარმომადგენლების მსგავსად, მან ჯილდო სცენაზე პირადად მიიღო და მუსიკალური ნომერიც შეასრულა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნინი ნუცუბიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაშია

შემდეგი სტატია

LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი