კანიე უესტი ახალ სიმღერას აზიარებს და ახალ ალბომს აანონსებს

სიმღერა Beauty and the Beast სრულიად განსხვავდება რეპერის ბოლო ნამუშევრისგან Vultures.
კანიე უესტი
Scott Dudelson/Getty Images

კანიე უესტს ახლახან ჩინეთში Vultures-ის მოსმენის საღამო ჰქონდა, სადაც მან ახალი სიმღერა შეასრულა და ახალი ალბომიც დააანონსა. „მალე ალბომს გამოვცემ,” – მიმართა მან აუდიტორიას. „ალბომს ჰქვია Bully, ამ სიმღერას კი – Beauty and the Beast.”

უესტმა ინსტაგრამზე ლაივიც გააზიარა სათაურით: „ლაივი ჰაიკუდან. განახლება ტოკიოდან. Bully გზაშია.” 

Beauty and the Beast-ს უფრო სევდიანი ჟღერადობა აქვს, ვიდრე რეპერის ბოლო ნამუშევრებს ტაი დოლა საინთან ერთად. სიმღერაში უესტი აღნიშნავს, რომ საკუთარი ემოციების კონტროლს ცდილობს, რათა თავისი აუდიტორია შეინარჩუნოს.

ინსტაგრამ ვიდეოს მიხედვით, რომელიც ჟურნალისტმა ტურემ გამოაქვეყნა, კანიე ახლა იაპონიაში ცხოვრობს და ცდილობს, ახალი ალბომი დამოუკიდებლად შექმნას. „კანიე ახლა ტოკიოში ცხოვრობს. ცხოვრობს სასტუმროში და ბევრს მუშაობს მომავალ  ალბომზე. ის ალბომს სასტუმროს ოთახში წერს. ყველანაირი ტექნიკა ამ ოთახში აქვს აწყობილი. ეს კონცეპტუალური ალბომია და ის გეგმავს, რომ მისი ერთადერთი პროდიუსერი თავად იყოს. ტრადიციულად, კანიე დიდი გუნდის პროდუქტია. მას ჰყავს პროდიუსერები, ავტორები, რომლებიც ეხმარებიან. კი, მას აქვს დიდი იდეები, მაგრამ საქმეში სხვებიც არიან. თუმცა არა ამჯერად. ამჯერად კანიე ყველაფერს თავად აკეთებს. ეს მისი ცხოვრების ახალი, სუფთა თავია, რადგან ტოკიოში მას შეუძლია იყოს ის, ვინც თავად სურს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუზე გამოვიდა

შემდეგი სტატია

ოზი ოზბორნის ყოფილი გიტარისტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი