მაკ მილერის მემკვიდრეობა The Divine Feminine-ის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოცემას ავრცელებს, რომელშიც 3 ახალი სიმღერა შედის

ალბომმა 2016 წელს Billboard 200-ის ჩარტის მეორე პოზიცია დაიკავა.
მაკ მილერი
GARI ASKEW

მაკ მილერის მემკვიდრეობამ The Divine Feminine-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამი ახალი სიმღერისგან შემდგარი ჩანაწერი გამოსცა. მანამდე გამოუცემელი სინგლი Butterflies პირველად სექტემბერში გამოვიდა, სიმღერები Grand და Channel 13 კი სტრიმინგ პლატფორმებზე 2 ოქტომბერს გამოჩნდა. 

მაკის ოჯახი ალბომის 10 წლის იუბილეს  The Divine Feminine Live-ის გამოცემითაც აღნიშნავს, რომელიც დაფუძნებული იქნება 2016 წლის ორიგინალ სატელევიზიო სერიალზე, რომელიც ექსკლუზიურად DirecTV-ზე იყო ხელმისაწვდომი. ფანებს TDF Live-ის ნახვა მილერის იუთუბ არხზე შეეძლებათ. 

The Divine Feminine 2016 წლის სექტემბერში გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტში მე-2 პოზიცია დაიკავა. ალბომში მონაწილეობენ იმ დროისთვის მაკის ახალი შეყვარებული არიანა გრანდე, ასევე Anderson .Paak, კენდრიკ ლამარი, ტაი დოლა საინი და სილო გრინი. 

ალბომის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სიმღერამ Cinderella ამ ზაფხულს ხელახალი პოპულარობა მოიპოვა. „ტიკტოკზე” გავრცელებულმა ტრენდმა 8-წუთიანი სიმღერა,  რომელშიც ტაი დოლა საინი მონაწილეობს, იმდენად პოპულარული გახადა, რომ მან Billboard Hot 100-ში 25-ე ადგილის დაკავება შეძლო. ეს ჩარტებში მაკ მილერის, როგორც მთავარი არტისტის, მეორე ყველაზე მაღალი შედეგია. 

მოუსმინეთ მაკ მილერის Mac Miller-ის The Divine Feminine-ის 10 წლის საიუბილეო გამოცემას:  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მირიან ხუხუნაიშვილმა ბეთჰოვენფესტზე „დაიგვიანეს” იმღერა

შემდეგი სტატია

ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი