Tergi to Hudson ქართული ჯაზფესტივალი ნიუ-იორკში

17 ოქტომბერს ნიუ-იორკში, The Cutting Room-ის საკონცერტო სივრცეში, Tergi to Hudson-ის (თერგიდან ჰადსონამდე) ჯაზფესტივალი მეორედ გაიმართება.

Tergi to Hudson-ის ჯაზფესტივალი საქართველოდან, ნიუ-იორკიდან, მაიამიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოსული მუსიკოსების თანხლებით თანამედროვე ჯაზს, იმპროვიზაციას, ფანკსა და სხვადასხვა კულტურის მუსიკალურ ტრადიციებს  ერთ სცენაზე მოუყრის თავს. პროგრამაში სამი მუსიკალური სეტია წარმოდგენილი, მათ შორის ქართველი საქსოფონისტისა და კომპოზიტორის, ხონძის პროექტი FUNKH.

ფესტივალს Connor Rohrer Trio გახსნის, რომლის შემადგენლობაში არიან გრემის მფლობელი პიანისტი კონორ რორერი, ბასისტი მაიკ რამოსი და დრამერი ლუკას აპოსტოლერისი. მაიამიში დაფუძნებული ჯგუფი მსმენელს ორიგინალურ კომპოზიციებთან ერთად ჯაზის სტანდარტების, ბროდვეის მუსიკალური ნაწარმოებებისა და თანამედროვე სიმღერების საკუთარ არანჟირებებს შესთავაზებს.

საღამოს მეორე ნაწილი ბრუკლინში დაფუძნებულ მუსიკალურ პროექტს, TM Street Band-ს დაეთმობა, რომელიც 2016 წელს გრემიზე ნომინირებულმა მულტიინსტრუმენტალისტმა და კომპოზიტორმა ტალ მაშაიახმა დააარსა. ჯგუფის მუსიკა ჯაზის, ფანკის, ბლუზის, ლათინური მუსიკისა და ახლო აღმოსავლეთის მუსიკალური ტრადიციების ელემენტებს აერთიანებს. პროექტის გამორჩეული მახასიათებელია ინსტრუმენტების არასტანდარტული კომბინაცია, რომელშიც ჰარმონიკა, ტრომბონი და ალტის საქსოფონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

TM Street Band-ის შემადგენლობაში არიან ტალ მაშაიახი (ბასი), იოტამ ბენ ორი (ჰარმონიკა), ხონძი (საქსოფონი), იონათან პელედი (ტრომბონი) და დევიდ ხიმენესი (დასარტყამი ინსტრუმენტები).

ფესტივალს დაასრულებს FUNKH – ბრუკლინში მოღვაწე ქართველი საქსოფონისტისა და კომპოზიტორის, ხონძის მუსიკალური პროექტი. FUNKH-ის შემოქმედება ორიგინალურ კომპოზიციებს, ჯაზურ იმპროვიზაციასა და ფანკის ენერგიულ რიტმებს აერთიანებს. პროექტის მუსიკალური სტილი თავისუფალი ფორმითა და სხვადასხვა ჟანრის ელემენტების შერწყმით გამოირჩევა.

Tergi to Hudson-ზე FUNKH-ის შემადგენლობაში ხონძისთან ერთად პაპუნა შარიქაძე და ლუკა თოფურია (კლავიში), ტალ მაშაიახი (ბასი), ალონ ბენჯამინი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და როი ბან ბაშატი (გიტარა) წარდგებიან.

ფესტივალის მეორე გამოშვება 17 ოქტომბერს, ნიუ-იორკის The Cutting Room-ში გაიმართება, სადაც ფანკისა და მუსიკალური იმპროვიზაციის მრავალფეროვანი პროგრამა შესრულდება. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

შემდეგი სტატია

დოკუმენტური პროექტი „ნამდვილი ქეთათო“

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯგუფი „შინ” რუსთაველის თეატრის სცენაზე დაბრუნდა – ორი იბერიის შთამბეჭდავი მუსიკალური დიალოგი

„ჩვენი გზა შინისაკენ დაიწყო აქ, ძალიან დიდი ხნის წინ... წავედით... 30 წელი გავიდა და ვბრუნდებით“... - ზაზა მიმინოშვილი.
მეტი
D'Angelo -ს პერფორმანსი Samsung Supper Club-ში 2015 წლის 15 მარტი, ტეხასი. ფოტო: Rick Kern/Getty Images

D’Angelo-ს ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ  გამოუშვა სიმღერა Kamikazi, რომელიც ვიდეოთამაშ GTA 6-ში გაჟღერდება

„მას ძალიან უხაროდა, რომ ეს ჩანაწერი თამაშის ფლეილისტში შევიდოდა.“ - აღნიშნა მისმა ძმამ განცხადებაში.
მეტი

„ოაზისის”, პოლ მაკარტნის, ელვისისა და სხვა მუსიკოსების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები 2027 წლის ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებენ

მორგან ნევილს, რომელმაც 2014 წელს გაიმარჯვა ფილმით 20 Feet From Stardom, კონკურსში ორი ფილმი აქვს წარდგენილი.
მეტი

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი