Grand Theft Auto VI-ის საუნდტრეკი: ნახეთ 34 სიმღერისგან შემდგარი სრული სია

ალბომი, დიდი ხნის ნანატრ ვიდეოთამაშთან ერთად, 19 ნოემბერს გამოვა.

VERNON YUEN/NEXPHER IMAGES VIA GETTY IMAGES

Grand Theft Auto VI-ის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მის თაყვანისმცემლებს შესაძლებლობა მიეცათ, პირველად გაცნობოდნენ დიდი ხნის ნანატრი ვიდეოთამაშის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ საუნდტრეკს.

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში Grand Theft Auto VI: The Album-ის ვინილი გავრცელდა, რომლის მეშვეობითაც ალბომის სრული, 34-სიმღერიანი სია გამჟღავნდა. აღნიშნული სია „ბილბორდს” პროექტთან დაკავშირებულმა წყაროებმა დაუდასტურეს. 

ალბომში სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის არტისტები არიან თავმოყრილი, მათ შორისაა: Playboi Carti, დუა პილა, კარდი ბი, ლანა დელ რეი, Gunna, Yung Lean, Future, Metro Boomin, ტრევის სკოტი, Fred again.., PinkPantheress, მორგან უოლენი, Tame Impala, Fuerza Regida და სხვები. რამდენიმე სიმღერა უკვე ხელმისაწვდომია სტრიმინგ პლატფორმებზე.

Atlantic Records-ისა და Rockstar Games-ის მიერ სექტემბერში დაანონსებული Grand Theft Auto VI: The Album 19 ნოემბერს გამოვა – იმავე დღეს, როდესაც თამაში PlayStation 5-ისა და Xbox Series X|S-ის კონსოლებზე გაეშვება.

ალბომის მუსიკა თამაშის გამოგონილი ლოკაციების – Vice City-სა და Leonida-ს ენერგიისა და ატმოსფეროს გადმოსაცემად შეიქმნა. ამასთან, პროექტი აგრძელებს Grand Theft Auto-ს ფრენჩაიზის მრავალწლიან ტრადიციას, რომლის ფარგლებშიც მოთამაშეები ახალ მუსიკასა და მუსიკალურ სუბკულტურებს ეცნობიან.

Grand Theft Auto VI: The Album-ის შეძენა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა პლატფორმაზე, ასევე დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში. თითოეული საცალო ქსელი ვინილის საკუთარ, ექსკლუზიურ ვერსიას გამოუშვებს, განსხვავებული დიზაინითა და პოსტერით.

საუნდტრეკის გარდა, თამაშში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე რადიოსადგურიც, რომელთა წამყვანები და კურატორები ცნობილი არტისტები იქნებიან, მათ შორის  Bad Bunny, ლანა დელ რეი, მორგან უოლენი და სხვები.

გარდა ამისა, Grand Theft Auto VI-ის გამოსვლას 21 ნოემბერს მაიამიში მუსიკალური ფესტივალიც მიეძღვნება. ღონისძიება, სახელწოდებით Grand Theft Auto VI: The Festival, კარდი ბის, ტრევის სკოტის, რაუ ალეხანდროსა და სხვა არტისტების გამოსვლებს უმასპინძლებს. ფესტივალზე ასევე დაგეგმილია Cactus Jack-ის სპეციალური მუსიკალური სეტი, რომელშიც ტრევის სკოტთან ერთად დონ ტოლივერი და SoFaygo მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით შეუერთდება Kodak Black.

Grand Theft Auto VI: The Album-ის სიმღერების სრული სია:

  1. Starting From Zero – Justice feat. მაიკლ მაკდონალდი
  2. That’s It – Yung Lean feat. Future & Metro Boomin
  3. Ahh Yea – Playboi Carti
  4. RHYNO – ტრევის სკოტი
  5. Sexy Magic – CA7RIEL & Paco Amoroso, PinkPantheress, Fred again.. & Étienne de Crécy
  6. Flower in a Hurricane – Justice feat. Tame Impala, SZA & King Gizzard & the Lizard Wizard
  7. Go Easy – დუა ლიპა
  8. Last Thing You Need – მორგან უოლენი
  9. X – Jhayco
  10. Suzuki – Fuerza Regida
  11. Macacoa 2000 – რაუ ალეხანდრო
  12. Dance With Me – A Boogie Wit Da Hoodie feat. Elkan
  13. Bigger – Burna Boy
  14. Count Up – Gunna
  15. Let’s Rock – Kodak Black & Don Toliver
  16. Wakin Up Flex – Young Thug
  17. IKYFL – Tee Grizzley
  18. TF? – დონ ტოლივერი
  19. Don’t Chart – კარდი ბი 
  20. GMA – JT
  21. Power Trip – ჯენი
  22. Blood in Your Eyes – Tove Lo
  23. Fast Emotion – ზარა ლარსონი
  24. Sweet Like Candy – კამილა კაბეიო
  25. Only One – Fcukers
  26. Sandunguea – Arca
  27. TRDWFE – Rina Sawayama
  28. All Again – როუზ გრეი
  29. Crazy for You — ლანა დელ რეი
  30. Largate – Kali Uchis & Helado Negro
  31. No Me Busques – Omar Apollo
  32. Bright Lights, Big City – კით რიჩარდსი
  33. Stone Kold Krazy Luuv – ჯეს ჯონსონი & Dâm-Funk
  34. Overtown Lights – სტენლი კლარკი, იუსეფ დეიესი & რობერტ გლასპერი
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფილ კოლინზი სცენაზე სიტყვით გამოდის 2026 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიაზე, 14 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater.

ფილ კოლინზმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეკრებილ პუბლიკას მიმართა: „ჩემზე ჯერ ყველაფერი არ გსმენიათ“

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd - Hong Kong Evan Larsen/YouTube

The Weeknd-მა სიმღერისთვის Hong Kong  შთამბეჭდავი ვიდეოკლიპი გამოუშვა

ვიდეოში აბელი (The Weeknd) კარაოკეს მღერის და ჰონგ-კონგის ქუჩებში საკუთარ ფიქრებში ჩაძირული სეირნობს. კლიპში Cantopop-ის ლეგენდა ფეი ვონგი და ჩინელი სუპერმოდელი მინგ სი მონაწილეობენ.
მეტი
Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი