ქარდი ბისა და Offset-ის ქალიშვილი ჰოლი ბეილისთან შეხვედრით აღტაცებულია 

Offset-ის ორივე ქალიშვილი წითელ ხალიჩაზე მამასთან ერთად იმყოფებოდა.
Offset ქალიშვილებთან ერთად ფილმის The Little Mermaid პრემიერაზე
Frazer Harrison/WireImage

დისნეის The Little Mermaid-ის ჰოლივუდური პრემიერა შედგა. Საღამო განსაკუთრებით ჯადოსნური იყო ქარდი ბისა და Offset-ის 4 წლის ქალიშვილისთვის, რომელიც ჰოლი ბეილის შეხვდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიდის გოგონა ქალთევზას როლის შემსრულებელთან და ეხუტება. შემდეგ კი მსახიობი მისი პატარა გულშემატკივრის სიმაღლეზე იხრება და მას გულში იკრავს. 

Offset ფილმის პრემიერას ორივე ქალიშვილთან ერთად ესწრებოდა. თავად ბეილიმ მათ მიმართ სიყვარული ტვიტერზე გამოხატა. მან ერთ-ერთი გულშემატკივრის მიერ დადებული ვიდეო გააზიარა, სადაც გოგონები მამასთან ერთად წითელ ხალიჩაზე მიდიან და დაწერა: „ისეთი ლამაზები იყვნენ!”

მანამდე დადებულ პოსტში კი ჰოლი ბეილიმ ფილმის პრემიერაზე ისაუბრა და მადლიერება გამოთქვა მასში მონაწილეობის შესაძლებლობაზე. „ლოს ანჯელესის პრემიერა. ჩვენ ეს შევძელით. ემოციებით გადატვირთული ვარ. ეს პირველი პრემიერაა და ცრემლებითა და მადლიერების გრძნობით ვარ სავსე,” – დაწერა მსახიობმა.

Ნახეთ ქარდი ბისა და Offset-ის ქალიშვილისა და ჰოლი ბეილის ვიდეო. 

@dailymail Cardi B’s daughter Kulture is star struck by Halle Bailey at the little mermaid world premiere 🥹🧜🏾‍♀️ #fyp #hallebailey #littlemermaid #ariel #thelittlemermaid #hallebaileyismyariel #showbiz #rundown #popculture #cardib #kulturr #cute #heartwarming #children ♬ original sound – Daily Mail
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლილი-როუზ დეპი იმ პოპვარსკვლავებს ასახელებს, რომლებმაც როლისთვის შთაგონება მისცეს 

შემდეგი სტატია

Sia-მ მეგობარ ბიჭზე, დენ ბერნადზე იქორწინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი