ბობ მარლის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა

ფილმის შექმნაში ბობ მარლის ოჯახიც იყო ჩართული. ბიოგრაფიული სურათის პრემიერა 2024 წლის 12 იანვარს შედგება.
Bob Marley: One Love

Მალე მაყურებელი ბობ მარლის ცხოვრების შესახებ გადაღებულ ფილმს იხილავს. Bob Marley: One Love ასე ჰქვია რეინალდო მარკუს გრინის სარეჟისორო ნამუშევარს, რომელიც მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 2024 წელს გამოვა. ბობ მარლის პერსონაჟს კინგსლი ბენ-ადირი ასრულებს.

 ახლახან ინტერნეტში ფილმის პირველი ტრეილერი გავრცელდა. ტრეილერი იამაიკაში გამართული კონცერტის კადრებით იწყება. ამის შემდეგ კი ნაჩვენებია თუ როგორ აღმოჩნდება მარლის პერსონაჟი თავისი ხმისჩამწერი სტუდიიდან ლონდონში, Სადაც ის მსოფლიო ვარსკვლავებს ხვდება. ტრეილერში ასევე ვხედავთ მიკ ჯაგერის და ბიანკა ჯაგერის პერსონაჟებსაც. 

ოფიციალური სინოფსისის მიხედვით, Bob Marley: One Love მუსიკოსის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება და აღწერს თუ როგორ იქცა იგი მსოფლიო საკულტო ვარსკვლავად, რომელმაც თაობები შთააგონა.

ფილმის შექმნაში ბობ მარლის ოჯახიც იყო ჩართული. ბიოგრაფიული სურათის პრემიერა 2024 წლის 12 იანვარს შედგება.

ნახეთ ფილმის პირველი ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლას ვეგასი Adele-ის პერფორმანსი. ფოტო: კევინ მაზური

კონცერტის დროს Adele-მა ნივთების სროლის გამო მსმენელებს მკაცრი გაფრთხილება მისცა 

შემდეგი სტატია

Ბიონსე და კელი როულენდი ჰიუსტონში უსახლკარობის დასამარცხებლად გაერთიანდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი