ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი „ყვავილების ქვეყანა“ და ახალი ვიდეო კლიპი ნანი ბრეგვაძის და EMIN-ის შესრულებით

ქართული სცენის ლეგენდის ნანი ბრეგვაძის და აზერბაიჯანელი მომღერლის ემინ აგალაროვის ერთობლივი ვიდეო-კლიპი „ყვავილების ქვეყანა“.

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ თავდაპირველად ლეგენდარულ ბუბას და ცნობილ აზერბაიჯანელ მომღერალს EMIN-ს ერთად უნდა შეესრულებინათ. დუეტის აუდიო ვერსია უკვე ჩაწერილი იყო, თუმცა პროექტის დასრულება ვერ მოხერხდა, პროექტი გარკვეული პერიოდით შეჩერდა, ერთი წლის შემდეგ კი განახლდა და საბოლოოდ ნანი ბრეგვაძის და EMIN-ის შესრულებით დასრულებული სახე მიეცა.

ზაზა ორაშვილი, რეჟისორი

„კლიპზე მუშაობის პროცესი იყო ერთგვარად ძალიან შრომატევადი, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი დღის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიდეო მასალა უნდა გადაგვეღო, რათა საბოლოოდ მუსიკალური კლიპი აკინძულიყო. ეს თავისთავად გარკვეულ სიძნელეებს შეიცავდა, მაგრამ ამასთან ერთად ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ მე პირადად ძალიან მიყვარს ნანი ბრეგვაძესთან მუშაობა, ძალიან ბევრი მისი დადებით თვისებების გამო. მიყვარს მისი მაქსიმალისტობა, მისი პროფესიონალიზმი, მისი ერთგულება გადასაღებ მოედანზე. 

თვითონ ამ პროექტს თავისი პრე ისტორია აქვს, თავიდანვე იყო გადაწყვეტილი რომ გადაგვეღო მუსიკალური კლიპი. უკვე არსებობდა აუდიო ტანდემი მომღერალ EMIN-სა და ბუბა კიკაბიძეს შორის. პრაქტიკულად დაგეგმილიც იყო გადასაღები პერიოდი, თუმცა სამწუხაროდ ბუბა ჩვენგან წავიდა და ეს პროექტი შეჩერდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ განახლდა პროცესი, უკვე ნანიმ და EMIN-მა ჩაწერეს ეს სიმღერა. კარგი მომენტია ის, რომ თავის არეალში ცნობილი მომღერალი ქართულად წერს სიმღერას, ირჩევს ქართულ თემატიკას და ამით გარკვეულწილად მისი მხრიდან დიდ პატივისცემას გამოხატავს ბუბას მიმართ და ნანის მიმართ რა საკვირველია. თვითონ ამ პროექტს ვუყურებ, როგორც დადებით, საერთაშორისო პროექტს, რომელიც აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრობის გამოვლინებაა. 

„ყვავილების ქვეყანა“ ბუბას შესრულებით  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა, მიუხედავად იმისა რომ ნანი ინტერვიუებში ყოველთვის ამბობს, რომ არასოდეს უმღერია ეს სიმღერა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროექტი ბუბას მიეძღვნა, პროდიუსერებმა გადაწყვიტეს სწორედ „ყვავილების ქვეყანა” ყოფილიყო ამ პროექტის ამომავალი წერტილი. განხორციელდა ეს პროექტი და ვფიქრობ ადეკვატური გადაწყვეტაც მოვუძებნეთ.

რამდენად გაგრძელდება ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა არ ვიცი, ნანისთან უდიდესი სურვილი მექნება და სიამოვნებით ვითანამშრომლებ შემდგომშიც და ეს ასეც იქნება, ეჭვი არ მეპარება, დანარჩენი კი ვნახოთ“. 

ვიზუალურად გამორჩეული ვიდეო-კლიპი,  დახვეწილი ფერთა გამა და სისადავე კლიპის დასაწყისშივე მნახველზე შთაბეჭდილებას ახდენს. წითელი ვარდების ფონზე ნანი ბრეგვაძის კადრი ძალიან შთამბეჭდავია. განსაკუთრებული შტრიხი კი აქ თავად ბუბა კიკაბიძის რამდენიმე კადრში გამოჩენაა, სადაც ბუბასეული „ყვავილების ქვეყანაც“ ისმის.  

ვიდეო-კლიპის იდეის ავტორი სოსო აბზიანიძეა, პროდიუსერი რატი აბზიანიძე და კოტე ნონიკოვი, კლიპის რეჟისორი – ზაზა ორაშვილი, არტ დირექტორი შაკო პოპიაშვილი, კოსტიუმების მხატვარი შაკო პოპიაშვილი და იზა ნადარეიშვილი, ოპერატორი – ლევან აბულაძე.

ნახეთ ახალი ვიდეო კლიპი ნანი ბრეგვაძის და EMIN-ის შესრულებით –  „ყვავილების ქვეყანა“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში 2023 წლის 17 მარტი, სანტიაგო, ჩილე. ფოტო: მარსელო ერნანდესი

ბილი აილიშმა ახალი სიმღერის What Was I Made For-ის გამოსვლა დააანონსა

შემდეგი სტატია

არეთა ფრანკლინის შვილები მომღერლის ანდერძის გამო ერთმანეთს სასამართლოში უპირისპირდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი