ოლივია როდრიგოს თქმით, მისი მეორე ალბომი მარცხზე, წარმატებასა და შეცდომებზეა

როდრიგოს პროდიუსერმა და სიმღერების თანაავტორმა, დენ ნიგრომ აღნიშნა, რომ არტისტის საყვარელი ვარსკვლავი ბრიუს სპრინგსტინია.
ფოტო: Vogue

20 წლის ასაკში ოლივია როდრიგო მუსიკალური ინდუსტრიის შემდგარი ვარსკვლავია. ახლახან მომღერლის ფოტო Vogue-ის აგვისტოს ნომრის გარეკანზე დაიბეჭდა. ჟურნალმა პოპ ვარსკვლავთან ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა, რომელშიც როდრიგომ თავის შემოქმედებაზე და დაანონსებულ ალბომზე ისაუბრა. GUTS – ასე ჰქვია არტისტის რიგით მეორე სტუდიური ალბომს და ის 2023 წლის 8 სექტემბერს გამოიცემა.


ინტერვიუ ნიუ იორკში ჩაიწერა და როგორც Vogue-ის ავტორი აღნიშნავს, ეს მომღერლის ნიუ იორკული ეტაპის დასაწყისია, რამდენადაც ოლივია როდრიგო ახლახან მშობლიური კალიფორნიიდან სწორედ შეერთებული შტატების ყველაზე ხმაურიან ქალაქში გადავიდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში როდრიგო თავის დაანონსებულ ალბომზე მუშაობდა. 

როგორც ოლივია როდრიგო ინტერვიუში აღნიშნავს, მისი ალბომი მარცხსა და შეცდომებს ეხება, ხოლო იმისათვის, რომ მსმენელებმა არტისტს უკეთ გაუგონ, მთლიან ალბომს უნდა მოუსმინონ.

როდრიგოს პროდიუსერი და სიმღერების თანაავტორი, დენ ნიგრომ აღნიშნა, რომ ოლივია იმ არტისტების რიგებს მიეკუთვნება, რომლებშიც ნაპერწკალი თავიდანვე ჩანდა. სიმღერებზე საუბრისას ნიგრო აღნიშნავს, რომ ეს კომპოზიციები აღწერს „თუ როგორია იყო 20 წლის. როცა ვნებათაღელვით და სურვილებით ხარ სავსე, გინდა მუდამ ლამაზად აღგიქვამდნენ და  სხვების აღქმების გამო ბრაზდები“. 

დენ ნიგროს შეფასებით, მუსიკალურ შემომეწოდებინა ოლივია საკუთარ თავს გულწრფელად გამოხატავს. პროდიუსერმა ასევე გაამხილა, რომ მომღერლის საყვარელი ვარსკვლავი ბრიუს სპრინგსტინია. 

ახალი ალბომის დახასიათებისას კი, მიგრომ აღნიშნა, რომ GUTS ოლივია როდრიგოს სადებიუტო ალბომის Sour-ის მელანქოლიური განწყობისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ნახეთ ოლივია როდრუგოს ფოტოები, რომლებიც Vogue-მა გამოაქვეყნა:

Vogue
Vogue
Vogue
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არეთა ფრანკლინის შვილები მომღერლის ანდერძის გამო ერთმანეთს სასამართლოში უპირისპირდებიან

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსმა ვარშავაში გამართულ კონცერტზე სამი უკრაინელი ლტოლვილი მიიწვია

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი