ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე ამერიკული The Voice-ის მონაწილეა

ე.წ. ბრმა მოსმენაზე ნინი ბრეგვაძის სიმღერისას ოთხივე მენტორი სცენისაკენ შებრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნინი კონკურსის შემდეგ ეტაპზე საუკეთესო შედეგით გადავიდა.
ნინი ბრეგვაძე, The Voice.

ამერიკულ The Voice-ში ქართველი მუსიკოსი ნინი ბრეგვაძე წარდგა. ე.წ. ბრმა მოსმენაზე მან Everybody Loves An Outlaw-ის სიმღერა, სახელწოდებით I See Red შეასრულა. ნინის სიმღერისას მენტორების გუნდის ოთხივე წევრი სცენისაკენ შებრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომღერალი კონკურსის შემდეგ ეტაპზე საუკეთესო შედეგით გადავიდა.

ამერიკული The Voice შეერთებული შტატების სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური კონკურსია. პროექტის ჟიურის/მუსიკალური მწვრთნელების გუნდი აერთიანებს ისეთ ფიგურებს, როგორებიც არიან: გვენ სტეფანი, რება მაკენტაირი, ნაილ ჰორენი და ჯონ ლეჯენდი. ეპიზოდი, რომელშიც ქართველ მომღერალი გამოჩნდება, ტელეარხ NBC-ზე ორშაბათს გავა. ახლახან კონკურსის ციფრული მედიის ოფიციალურმა არხებმა ნინი ბრეგვაძის შესრულების ფრაგმენტი გამოაქვეყნეს.

გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ ჟიურისათვის არტისტის გამოსვლა ერთ-ერთი დასამახსოვრებელი საკონკურსო ნომერი იყო. როდესაც კონკურსანტის სცენაზე გამოსვლისას რამდენიმე მწვრთნელი ტრიალდება, ეს მონაწილეს საშუალებას აძლევს, თავადვე აირჩიოს მუსიკალური მენტორი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი მათგანის გუნდში იქნება ნინი ბრეგვაძე. 

რაც შეეხება მომღერლის კარიერას, ნინი ქართველმა მსმენელმა  პირველად სწორედ მუსიკალური კონკურსებიდან გაიცნო. ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელშიც ნინი გამოჩნდა, ქართული The Voice იყო. ნინი უკვე შვიდი წელია ნიუ იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„აიდას” საკონცერტო შესრულება

შემდეგი სტატია

Creative Education Studio-მ ფილმის – „ჩემი ბებია“ ექსპერიმენტული მუსიკალური აკომპანემენტი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი