მაიკლ ჯექსონის როლის შემსრულებელი ჯააფარ ჯექსონი ლეგენდარული მომღერლის ასლია

„მაიკლი“ – ასე ჰქვია დაანონსებულ ბიოგრაფიულ ფილმს და მისი პრემიერა 2025 წლის აპრილში იგეგმება.
მაიკლ ჯექსონი, 1986 წელი. ფოტო: კევინ მაზური/WireImages

მაიკლ ჯექსონის შესახებ გახმაურებულ ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობა გრძელდება. ამჯერად ფილმის რეჟისორმა მთავარი როლის შემსრულებლის ფოტო გააზიარა, რომელიც როლისათვის, შეიძლება ითქვას, აწ გარდაცვლილ ლეგენდარულ მომღერლად გარდაისახა. აღსანიშნავია, რომ ჯექსონის როლს მისი ძმისშვილი, ჯააფარ ჯექსონი ასრულებს. 

ფოტოს ავტორი ცნობილო ფოტოგრაფი კევინ მაზურია, რომელმაც თავის დროზე ჯექსონის ბოლო შესრულება აღბეჭდა. ამჯერად კი ის პოპის მეფედ გარდასახული მსახიობის პირველი კადრის ავტორია. 

„მაიკლი“ – ასე ჰქვია დაანონსებულ ბიოგრაფიულ ფილმს და მისი რეჟისორი ენტუან ფუკუაა. ფილმი მუსიკოსის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მოგვითხრობს. ბიოგრაფიული კინოსურათის პროდიუსერები გრემ კინგი, ჯონ ბრანკა და ჯონ მაკკლეინი არიან. აღსანიშნავია, რომ გრემ კინგი ასევე არის ცნობილი მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმის,  „ბოჰემური რაფსოდიის“ პროდიუსერი. 

„ჯააფარი ჩემს შვილს განასახიერებს. Საოცარი გრძნობაა, როდესაც ხედავ, თუ როგორ იჩენს მასში თავს ჯეკსონების მემკვიდრეობა” – აღნიშნა მაიკლ ჯექსონის დედამ, კეტრინ ჯექსონმა, გამოცემა „ჰოლივუდ რეპორტერთან“ საუბრისას. 

ჯააფარ ჯექსონს პარტნიორობას ნია ლონგი უწევს, რომელიც მომღერლის დედის როლს ასრულებს. ჯექსონების ოჯახის უფროსს, ჯო ჯექსონს, მსახიობი კოლმენ დომინგო განასახიერებს. ფილმში მომღერლის ბავშვობის ეპიზოდებიც იქნება ნაჩვენები, სწორედ ამიტომ მცირეწლოვანი ჯექსონის გმირის როლში მაყურებელი 9 წლის მსახიობს, ჯულიანო კრუ ვალდის იხილავს.

ფილმის პრემიერა 2025 წლის აპრილში იგეგმება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქანთრი ეპოქის დაანონსების შემდეგ, ბიონსეს ერთ-ერთი ძველი სიმღერის მოსმენის მაჩვენებელი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა

შემდეგი სტატია

მადონას კიდევ ერთი თანამშრომლობა აქვს, ამჯერად The Weeknd-თან და Playboi Carti-თან.

მადონა The Weeknd-თან და Playboi Carti-თან თანამშრომლობას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი