ქანთრი ეპოქის დაანონსების შემდეგ, ბიონსეს ერთ-ერთი ძველი სიმღერის მოსმენის მაჩვენებელი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა

2024 წლის „სუპერ ბოულზე” ბიონსემ მოულოდნელად ქანთრი ჟანრის ახალი ალბომი დააანონსა. ამავე დროს, მომღერალმა ორი ახალი სინგლი გამოსცა.
ფოტო: მეისონ პული

„სუპერ ბოულის” სახელით ცნობილი სპორტული მოვლენა, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სატელევიზიო შოუც არის. თამაშის მიმდინარეობისას სხვადასხვა კომპანიები, კინოსტუდიები, თუ მომღერლები სიახლეებს პრომო ვიდეოების საშუალებით აანონსებენ, რაც „სუპერ ბოულის” მიმართ არამხოლოდ სპორტულ, არამედ საყოველთაო ინტერესს იწვევს. 

11 თებერვალს, 2024 წლის „სუპერ ბოულზე”, ბიონსემ მოულოდნელად ქანთრის სტილის ახალი ალბომი დააანონსა. ამავე დროს, მომღერალმა ორი ახალი სინგლი გამოსცა – Texas Hold ’Em და 16 Carriages. ბიონსეს დაანონსებულ ალბომს მუსიკოსის ქანთრი ეპოქის დასაწყისად მოიხსენიებენ, თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არტისტმა ამ ჟანრის სიმღერა გამოუშვა. 2016 წელს გამოცემული სინგლი Daddy Lessons, რომელიც სწორედ ქანთრის ჟანრობრივი გავლენით გამოირჩევა, შესულია მომღერლის მეექვსე სტუდიურ ალბომში Lemonade. 

Texas Hold ’Em და 16 Carriages მუსიკალურ სტრიმინგ სერვისებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამოცემის პირველივე დღეს სიმღერებს 4.32 მილიონი მოსმენა ჰქონდა, კონკრეტულად შეერთებული შტატების  მასშტაბით კი – 2.66 მილიონი. თუმცა ბიონსეს შემოქმედებაში ქანთრის აქტუალობას მხოლოდ ახალი სიმღერების პოპულარობაზე არ უმოქმედია: ასევე საგრძნობლად გაიზარდა Daddy Lessons-ის რეიტინგი. 12 თებერვლის მონაცემებით სიმღერის სტრიმების მაჩვენებელი 370%-ით იყო მომატებული.  

მოუსმინეთ სიმღერას Daddy Lessons: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დაანონსებული ალბომის გამოსვლამდე Pearl Jam ახალ სინგლს ავრცელებს

შემდეგი სტატია

მაიკლ ჯექსონის როლის შემსრულებელი ჯააფარ ჯექსონი ლეგენდარული მომღერლის ასლია

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი