დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტს „უჩვეულოდ ლამაზს” უწოდებს და ვარსკვლავის ლიბერალურ შეხედულებებს ეჭვქვეშ აყენებს

ტრამპმა მომღერლის შესახებ აზრი Variety-ის მთავარი რედაქტორის ახალ წიგნში დააფიქსირა.
ფოტო: ბრენდონ ბელი / Getty Images

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტზე და პოპ ვარსკვლავის პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბრობს. ტრამპმა მომღერლის შესახებ აზრი საჯაროდ დააფიქსირა წიგნში, სახელწოდებით Apprentice in Wonderland: How Donald Trump and Mark Burnett Took America Through the Looking Glass, რომლის ავტორი გამოცემა Variety-ის მთავარი რედაქტორი და მწერალი რემინ სეტუდეა. 

„ვფიქრობ, ლამაზია – ძალიან ლამაზი,” – ამბობს ტრამპი ტეილორ სვიფტის შესახებ. „ის ლიბერალია და ალბათ ტრამპი არ მოსწონს. გამიგია, რომ ძალიან ნიჭიერია და ამავდროულად უჩვეულოდ ლამაზი,” – აღნიშნავს ექს-პრეზიდენტი. 

სვიფტი წლების განმავლობაში ღიად აფიქსირებს  მემარცხენე პოლიტიკურ შეხედულებებს. მან პოლიტიკის შესახებ საჯაროდ საუბარი 2018 წელს დაიწყო, როცა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და  დემოკრატიული პარტიის კანდიდატ პოლიტიკოსებს დაუჭირა მხარი. ტრამპმა ტეილორ სვიფტის პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბრისას განაცხადა, რომ ამის გამო მას მომღერლის მუსიკა ნაკლებად მოსწონს. ტრამპი ასევე ამხელს თავის ვარაუდს, რომ ტეილორ სვიფტის ლიბერალური შეხედულებები დადგმული შოუს ნაწილია. „ჩემთვის გასაკვირია, რომ ქანთრი ჟანრის ლიბერალი ვარსკვლავი პოპულარულია,” – ამბობს ტრამპი. სვიფტის მუსიკალურ შემოქმედებაზე კითხვისას დონალდ ტრამპი ამხელს, რომ მომღერლის რეპერტუარს კარგად არ იცნობს. 

ტეილორ სვიფტის შესახებ დონალდ ტრამპმა 2023 წელსაც ისაუბრა. ყოფილი პრეზიდენტი  Daily Caller interview-ში სვიფტის და ტრევის კელსის რომანტიკულ ურთიერთობას გამოეხმაურა. „ორივეს საუკეთესოს ვუსურვებ. იმედია, ცხოვრებით ისიამოვნებენ ერთად, ან – ცალ-ცალკე, ალბათ უფრო ცალ-ცალკე,” – აღნიშნა ინტერვიუში ტრამპმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard-მა Bud Light-თან ერთად მუსიკალური პროექტი წარადგინა

შემდეგი სტატია

„მე პაწია მერცხალი ვარ” – მიუზიკლის პრემიერა რუსთაველის თეატრში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი