კანიე უესტი ახალ ალბომს აანონსებს

მომავალი პროექტი ტაი დოლა $ign-თან ერთად Vultures-ის ალბომებს მოჰყვება
კანიე უესტი ალბომ Vultures 1-ის კონცერტის დროს, 2024 წლის 14 მარტი Scott Dudelson/Getty Images
კანიე უესტი ალბომ Vultures 1-ის კონცერტის დროს, 2024 წლის 14 მარტი
Scott Dudelson/Getty Images

რეპერმა სუპერვარსკვლავმა Ye-მ, იგივე კანიე უესტმა, ახალი ალბომი, სახელწოდებით  Bully დააანონსა. კანიემ ალბომი სადებიუტო სიმღერით, Beauty and the Beast, ჩინეთის ქალაქ ჰაიკოუში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.

„თქვენთვის ახალი ალბომი მაქვს – Bully. სიმღერას კი, რომელსაც შეგისრულებთ, Beauty and the Beast ჰქვია” – განუცხადა კანიე უესტმა გულშემატკივარს.

თვის დასაწყისში კანიე უესტი ჩინეთში 16 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა, რათა არტისტ  ტაი დოლა $ign-თან ერთად ალბომ Vultures-ის მხარდასაჭერი კონცერტები გაემართა. 15 სექტემბერს კანიემ ახალი სოლო ალბომის შესახებ ისაუბრა და  სიმღერა Preacher Man იმღერა.

კანიე უესტმა და ტაი დოლა $ign-მა წელს Vultures ორ ნაწილად გამოსცეს. პირველი ნაწილი თებერვალში გამოიცა და ბილბორდ 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე ორი კვირა გაატარა. 2011 წლის Watch the Throne-ის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კანიე ჩარტებში პირველ ადგილზე ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. Vultures 2 კი აგვისტოს დასაწყისში გამოვიდა და ბილბორდ 200-ში მეორე ადგილი დაიკავა. 

წლის განმავლობაში კანიე უესტმა და ტაი დოლა $ign–მა Vultures-ის მხარდასაჭერი  ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში გამართეს, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და ტაივანში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Måneskin-ის დამიანო დავიდმა Billboard-თან თავის ახალ სოლო სიმღერაზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

სახლი, რომელშიც Purple Rain გადაიღეს, Airbnb-ზე ქირავდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი