ოზი ოზბორნის ყოფილი გიტარისტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

The Black Sabbath-ის სოლისტმა კოლეგის მიმართ მხარდამჭერი წერილი გაავრცელა.
ჯეიკ ი ლი და ბენდი Red Dragon Cartel
Bill Tompkins/Getty Images

ჯეიკ ი ლი, ოზი ოზბორნის ყოფილი გიტარისტი, რამდენიმე გასროლის შედეგად დაიჭრეს. შემთხვევა ლას-ვეგასში იმ დროს მოხდა, როცა მუსიკოსი ძაღლს ასეირნებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლი ახლა სრული გამოჯანმრთელების გზაზეა. 

გამოცემა TMZ წერს, რომ სროლა დაახლოებით ღამის 2:40 საათზე მოხდა, როცა ლიმ თავისი ძაღლი სასეირნოდ გაიყვანა. მას შემდეგ ის საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსი გონებაზეა. 

პოლიცია არ მიიჩნევს, რომ ლი თავდასხმის სამიზნე იყო. მათი წინასწარი დასკვნით, ის ქუჩის დანაშაულის შემთხვევითი მსხვერპლი გახდა. ინციდენტს საგამოძიებო უწყებები იძიებენ. ამ ეტაპზე  ინფორმაცია ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ არ გავრცელებულა.

მუსიკოსის წარმომადგენელმა „ბილბორდს” ოფიციალური განცხადება გაუგზავნა: „როგორც უკვე დადასტურდა, ლეგენდარული როკგიტარისტი ჯეიკ ი ლი გამთენიას ლას-ვეგასში რამდენიმე გასროლით დაჭრეს. ლი ახლა გონებაზეა და ლას ვეგასის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ის სრული გამოჯანმრთელების გზაზეა. ლას-ვეგასის უწყებები მიიჩნევენ, რომ სროლა შემთხვევითი იყო და მაშინ მოხდა, როცა ლი თავის ძაღლს ასეირნებდა. ინციდენტს პოლიცია იძიებს. ამ ეტაპზე მეტი კომენტარი არ გაკეთდება. ლი და მისი ოჯახი აფასებენ მედიის მხრიდან მათი პირადი სივრცის პატივისცემას.” 

ინციდენტს ოზი ოზბორნიც გამოეხმაურა და TMZ-სთვის მიცემულ კომენტარში ყოფილი გიტარისტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა: „37 წელია, რაც ჯეიკი არ მინახავს, მაგრამ ეს არ ამცირებს იმ შოკს, რაც მისი ამბის გაგებით მივიღე. ეს იარაღით ძალადობის უაზრო ტენდენციის კიდევ ერთი მაგალითია,” – ამბობს ოზბორნი. „მოკითხვას ვუგზავნი მას და მის ლამაზ ქალიშვილ ჯეიდს. იმედი მაქვს, კარგად იქნება.”

ლი უკრავს ოზბორნის ცნობილ სიმღერაში Mama, I’m Coming Home. გარდა ამისა, ის იყო მეტალ ბენდ Badlands-ის წევრი. ასევე გამოცემული აქვს ორი სოლო ალბომი. ხანგრძლივი მუსიკალური პაუზის შემდეგ კი გიტარისტი ახალი ბენდით დაბრუნდა, სახელწოდებით Red Dragon Cartel და 2013 და 2018 წლებში ორი ალბომი გამოსცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტი ახალ სიმღერას აზიარებს და ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

შონ კომბსი iHeartRadio-ს მუსიკალურ ფესტივალზე, 2022 წლის 24 სექტემბერს, ლას-ვეგასში. ფოტო კევინ უინთერი.

შონ კომბსი დაკავების შემდეგ ინსტაგრამზე პირველ პოსტს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი