U2-ს ბონო 2025 წლის თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დაჯილდოვდა

ჯო ბაიდენმა ასევე დააჯილდოვა დენზელ ვაშინგტონი, ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები.
ჯო ბაიდენმა ბონო თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა
Tom Brenner/Getty Images

ბონო იმ 19 ადამიანს შორისაა, რომელთაც ამერიკის უმაღლესი ჯილდო – თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადაეცათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 4 იანვარს განაცხადა.

U2-ს სოლისტის გარდა, ჯილდო მიენიჭათ ჰილარი კლინტონს, NBA-ს ლეგენდა ირვინ ჯონსონს, ლიონელ მესის, ბილ ნაის (Bill Nye the Science Guy), ანა ვინტურს, ჯორჯ სოროსს, რალფ ლორენს, შეფ ხოსე ანდრესს და ჯეინ გუდოლს.

„პრეზიდენტ ბაიდენს სწამს, რომ დიდი ლიდერები ინარჩუნებენ რწმენას, ყველას აძლევენ თანაბარ შესაძლებლობებს და ღირსებას ყველაფერზე მაღლა აყენებენ,” – წერს თეთრი სახლი გავრცელებულ განცხადებაში. „ეს 19 ადამიანი არის დიდი ლიდერი, რომლებმაც ამერიკა და მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციეს. ისინი არიან დიდი ლიდერები, რადგან არიან კარგი ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით თავიანთი ქვეყნებისა და მსოფლიოს წინაშე.”

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი „გადაეცემათ ადამიანებს, რომლებმაც სამაგალითო წვლილი შეიტანეს აშშ-ის კეთილდღეობაში, ღირებულებებსა და უსაფრთხოებაში, ასევე მსოფლიო მშვიდობის დარგში ან სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ, საჯარო თუ კერძო საქმიანობაში.”

ბონოს წარდგენისას თეთრმა სახლმა ხაზი გაუსვა, რომ ლეგენდარული ირლანდიელი როკერი არის „პიონერი აქტივისტი შიდსსა და სიღარიბესთან ბრძოლაში” და აღნიშნა მისი როლი დაპირისპირებული პარტიების გაერთიანებაში PEPFAR AIDS-ის პროგრამის შესაქმნელად. ბონო ასევე არის თანადამფუძნებელი ორგანიზაციებისა ONE და (RED).

რამდენიმე კვირის წინ U2-მ How to Re-assemble an Atomic Bomb გამოსცა –  სპეციალური გამოშვება, რომელიც How to Dismantle an Atomic Bomb-ის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. მასში შედის აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციები 2004 წლის ალბომის ჩაწერის სესიებიდან.

U2-ს ბოლო ალბომი Songs of Surrender 2023 წლის მარტში გამოვიდა და Billboard 200-ში მეხუთე ადგილი დაიკავა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნოდარიკო ხუციშვილის და მეგობრების საქველმოქმედო კონცერტი

შემდეგი სტატია

ლიზი გოზალიშვილი CHAOS ფოტო: სანდრა შტაინი

ლიზი გოზალიშვილის პირველი სინგლი CHAOS 7 თებერვალს გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი