Playboi Carti-მ ტომ კრუზის მსგავსად კლიპის სარისკო სცენებში მონაწილეობა თავად მიიღო

რეპერმა თავის Instagram გვერდზე კადრი განათავსა, სადაც, მისივე თქმით, მოძრავი მანქანის სახურავზე დგას.
Playboi Carti “FOMDJ”
Courtesy Photo

25 მარტს Playboi Carti-მ ახალი ალბომის, Music-ის დელუქს ვერსია გამოუშვა. ალბომი ოთხ ახალ სიმღერას მოიცავს: Different Day, 2024, Backr00ms და FOMDJ. არტისტმა FOMDJ-ის ტრეკზე გადაღებული ვიდეორგოლიც გაავრცელა, სადაც კონკრეტული სცენები, ტომ კრუზის მსგავსად, კასკადიორის გარეშე შეასრულა.  

ვიდეოს YouTube-ზე გამოქვეყნების შემდეგ, ატლანტელმა რეპერმა თავის Instagram გვერდზე კადრი განათავსა. როგორც აღწერაში არტისტი აღნიშნავს, ის მოძრავ მანქანაზე დგას. „მე გავხდი ტომ კრუზი. არანაირი მონტაჟი, ეს ნამდვილია,” – წერს არტისტი. 

Music რეპერის მეორე ალბომია, რომელიც ჩარტების სათავეში მოხვდა. Luminate-ის მონაცემებით, 20 მარტით დათარიღებული  კვირის ბოლოს მისი გაყიდვები აშშ-ის მასშტაბით 298,000 ალბომის ეკვივალენტური ერთეული იყო. 

Carti მესამე არტისტი და პირველი რეპერია, რომლის 30-ზე მეტი სიმღერა ერთი კვირის განმავლობაში შევიდა Billboard Hot 100-ის ჩარტში. Evil J0rdan მე-2 ადგილზეა, ხოლო The Weeknd-თან ერთად ჩაწერილი Rather Lie – მეოთხეზე. დანარჩენი სიმღერები ჩარტის სხვადასხვა პოზიციებზეა გადანაწილებული. ყველაზე ბოლო პოზიციას, 96-ე ადგილს ტრეკი სახელწოდებით Walk იკავებს. 

რაც შეეხება FOMDJ-ზე გადაღებულ კლიპს, ეს უკვე მეორე ვიდეოა, რომელიც ბოლო კვირებში ალბომის ფარგლებში გამოვიდა. პირველად არტისტმა Like Weezy-ზე გადაღებული ვიზუალური ნამუშევარი გაავრცელა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ სამი ქართული მუსიკალური პროექტი, რომლებიც IMPALA-ს 2025 წლის 100 არტისტს შორის მოხვდნენ

შემდეგი სტატია

Diego – სიმღერა, რომელიც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ეძღვნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი