BLACKPINK საინტერესო მინი-ალბომის, DEADLINE-ის სიმღერათა სიას აქვეყნებს

პროექტის გამოცემა თებერვლის ბოლოს იგეგმება.
BLACKPINK-დან 2022 წლის MTV-ის ვიდეო მუსიკის დაჯილდოებაზე, 2022 წლის 28 აგვისტო კრისტოფერ პოლკი
BLACKPINK-დან 2022 წლის MTV-ის ვიდეო მუსიკის დაჯილდოებაზე, 2022 წლის 28 აგვისტო კრისტოფერ პოლკი

K-pop კვარტეტმა BLACKPINK-მა, რომლის წევრებიც არიან  ROSÉ, JISOO, LISA და JENNIE, 5 თებერვალს ინსტაგრამზე საინტერესო ვიზუალის პოსტერი გააზიარა. პოსტერზე ხუთი სიმღერის სათაური თანმიმდევრულად არის ჩამოთვლილი. უკვე გამოცემული სინგლის, JUMP-ის შემდეგ, რომელიც პროექტის გამხსნელი სიმღერაა, ალბომში შედის სიმღერები: GO, Me and my, Champion და Fxxxboy.

მუქ ფერებში შექმნილი პოსტერის ვიზუალი კონცეპტუალურად BLACKPINK-ის იანვარში გაზიარებულ შთამბეჭდავ ფოტოებს ჰგავს. ბენდი პრესრელიზში წერს:  „შეგრძნებებზე დაფუძნებული შავ-თეთრი ესთეტიკა დაუძლეველ აურასთან ერთიანდება და ახალი რელიზის მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს“.

Deadline-ის გამოცემა 27 თებერვალს იგეგმება, ოთხი წლის შემდეგ, რაც ჯგუფმა ბოლოს სიმღერების კრებული გამოუშვა. 2022 წელს მათი ალბომი Born Pink  Billboard 200-ში პირველ ადგილზე მოხვდა.

ხუთტრეკიანი პროექტი მოჰყვა BLACKPINK-ის Deadline World Tour-ს, რომელიც გასული წლის ივლისში დაიწყო და იანვარში დასრულდა. მანამდე კი ჯგუფის წევრებმა გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე, სოლო პროექტებზე იმუშავეს.

Deadline-ზე საუბრისას ROSÉ-მ ცოტა ხნის წინ პოდკასტში Call Her Daddy აღნიშნა:

„ეს ის ალბომია, რომელსაც ჩვენ ყველანი ძიების ერთწლიანი პერიოდის შემდეგ დავუბრუნდით, იმ დროს, როდესაც ინდივიდუალურ შემოქმედებაზე ვიყავით გადართული. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო ხელახლა გაერთიანება და იმის ნახვა, თუ რა შეიქმნა ამ გამოცდილების შემდეგ. მართლა ძალიან მომწონს ალბომში შესული თითოეული სიმღერა“.

ნახეთ Deadline-ის სიმღერათა სრული სია:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Apple Tv+-ის ცნობილ სერიალში ინოლა გურგულიას „მოვალ” და სხვა ქართული სიმღერები გაჟღერდა

შემდეგი სტატია

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი