მაკ მილერის მემკვიდრეობამ The Divine Feminine-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამი ახალი სიმღერისგან შემდგარი ჩანაწერი გამოსცა. მანამდე გამოუცემელი სინგლი Butterflies პირველად სექტემბერში გამოვიდა, სიმღერები Grand და Channel 13 კი სტრიმინგ პლატფორმებზე 2 ოქტომბერს გამოჩნდა.
მაკის ოჯახი ალბომის 10 წლის იუბილეს The Divine Feminine Live-ის გამოცემითაც აღნიშნავს, რომელიც დაფუძნებული იქნება 2016 წლის ორიგინალ სატელევიზიო სერიალზე, რომელიც ექსკლუზიურად DirecTV-ზე იყო ხელმისაწვდომი. ფანებს TDF Live-ის ნახვა მილერის იუთუბ არხზე შეეძლებათ.
The Divine Feminine 2016 წლის სექტემბერში გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტში მე-2 პოზიცია დაიკავა. ალბომში მონაწილეობენ იმ დროისთვის მაკის ახალი შეყვარებული არიანა გრანდე, ასევე Anderson .Paak, კენდრიკ ლამარი, ტაი დოლა საინი და სილო გრინი.
ალბომის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სიმღერამ Cinderella ამ ზაფხულს ხელახალი პოპულარობა მოიპოვა. „ტიკტოკზე” გავრცელებულმა ტრენდმა 8-წუთიანი სიმღერა, რომელშიც ტაი დოლა საინი მონაწილეობს, იმდენად პოპულარული გახადა, რომ მან Billboard Hot 100-ში 25-ე ადგილის დაკავება შეძლო. ეს ჩარტებში მაკ მილერის, როგორც მთავარი არტისტის, მეორე ყველაზე მაღალი შედეგია.
მოუსმინეთ მაკ მილერის Mac Miller-ის The Divine Feminine-ის 10 წლის საიუბილეო გამოცემას: