მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი ჯონ ემ ჩუ ჯერ მზად არ არის, ბრიტნი სპირსის როლის კასტინგზე ისაუბროს, მაინც აქტიურად ვრცელდება ვარაუდები იმის შესახებ, თუ ვინ განასახიერებს პოპვარსკვლავს მის მომავალ ბიოგრაფიულ ფილმში.
ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად კი მაიკი მედისონს ასახელებენ. The Social Reckoning-ის ბრიტანულ პრემიერაზე მსახიობს ამ ჭორების შესახებ ჰკითხეს, მან კი გავრცელებულ ხმებს „უაღრესად სასიამოვნო” უწოდა.
ოსკაროსან მსახიობს ბრიტნი სპირსი ძალიან უყვარს, თუმცა ფიქრობს, რომ უკეთესი იქნებოდა, ეს როლი ნაკლებად ცნობილ მსახიობს შეესრულებინა, რომელიც შეძლებდა, სრულად გარდასახულიყო მომღერლად.
„ბრიტნი ჩემთვის ყველაფერია, მაგრამ ვფიქრობ, მის როლზე ისეთი ადამიანია საჭირო, რომელიც სრულიად ახალი სახეა და რომელსაც მის პერსონაჟად ჩამოაყალიბებ,” – აღნიშნა მედისონმა.
როგორც ჩანს, მსახიობმა არ იცოდა, რომ ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ინტერვიუერმა კი საკუთარ ვარაუდი გამოთქვა და მედისონს უთხრა, რომ ბრიტნი კმაყოფილი იქნებოდა მისი კანდიდატურით.
„ეს ჩემთვის უაღრესად სასიამოვნო მოსასმენია,” – უპასუხა მსახიობმა. „მუსიკალური ნიჭი დიდად არ მაქვს.”
პროექტთან დაკავშირებულ დეტალებზე რეჟისორი საკმაოდ თავშეკავებულია. ფილმი ეფუძნება ბრიტნი სპირსის 2023 წელს გამოსულ მემუარს The Woman in Me.
„ამ ეტაპზე კასტინგზე არც კი ვფიქრობ,” – აღნიშნა ინტერვიუში. „ახლა უბრალოდ ვცდილობთ, ამბავი სწორად გადმოვცეთ.” მან ასევე გაამხილა, რომ ასობით იმეილი მისდის, რომლებშიც მთავარი როლისთვის მას სხვადასხვა კანდიდატს სთავაზობენ.
ნახეთ ვიდეო, სადაც მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმზე საუბრობს: