კვირის მუსიკალური გზამკვლევი: LISA, მაილი საირუსი, ქეისი მასგრეივსი, ჯონ მაიერი და სხვები

გაეცანით ქართველი და უცხოელი არტისტების კვირის გამორჩეულ ახალ რელიზებს.
LISA Yeyoung Choi
LISA
Yeyoung Choi

Billboard-ის რუბრიკა Friday Music Guide ყოველ კვირას მკითხველს ყველაზე მნიშვნელოვან ახალ რელიზებს აცნობს. 

გასულ კვირას რუბრიკაში ოლივია როდრიგოსა და ჩაპელ როუნის ერთობლივი ნამუშევარი, ასევე ტეიტ მაკრეის, ზაკ ბრაიანისა და ანჟელის ახალი რელიზები იყო წარმოდგენილი.

ამ კვირაში LISA ახალ EP-ის გამოსცემს, მაილი საირუსის ორი ახალი სიმღერა სერიალ Nobody Wants This-ის მესამე სეზონის საუნდტრეკშია წარმოდგენილი. ქეისი მასგრეივსი მსმენელს ახლახან დაანონსებული ალბომის Middle of Nowhere Vol. 2: Tex Mex Tapes პირველ ნიმუშს უზიარებს, ჯონ მაიერი კი ახალი სინგლითა და ახლად დაარსებული ლეიბლით ბრუნდება.

გაეცანით ამ კვირის რჩეულ რელიზებს: 

LISA – Press Play 

სექტემბერში გამოცემული ენერგიული პოპ-რეპ სინგლის, SaWaDiKa-ს შემდეგ, LISA მსმენელს თავის პირველ სოლო EP-ის უზიარებს. ალბომის მთავარი კომპოზიცია, Tarantino, არანაკლებ შთამბეჭდავია, ხოლო Cobra  თავდაჯერებული ხასიათის საცეკვაო პოპსიმღერაა. ალბომის დასკვნითი ტრეკი Sweat კი ამაღელვებელი კომპოზიციაა, რომლის ადრესატსაც არტისტი მარტივ მითითებებს აძლევს.

EP – Press Play მოჰყვება LISA-ს 2025 წლის სადებიუტო სოლო ალბომს, Alter Ego-ს, და  ტაილანდელი მომღერლის ლას-ვეგასის მომავალი რეზიდენციის დაწყებამდე გამოდის. რეზიდენცია ნოემბერში დაიწყება.

მაილი საირუსი –  Cold Blooded

მაილის ერთგული თაყვანისმცემლები old Blooded-ის გამოშვებას დიდი ხანია, ელიან. სიმღერა 2010-იანი წლების ბოლოს, EP-ის She Is Coming მომზადების პერიოდში დაიწერა, თუმცა აქამდე არასოდეს გამოქვეყნებულა. ახლა კი ფანებს მისი მოსმენის შესაძლებლობა აქვთ.

ბალადის დემოვერსია, რომელშიც მაილის გამორჩეული ვოკალური ოსტატობის მანერა ფორტეპიანოს აკომპანემენტის ფონზე ვლინდება, სერიალ Nobody Wants This-ის მესამე სეზონის საუნდტრეკის ბონუს ტრეკში შევიდა, რომელიც დღეს გამოვიდა.

ალბომში მაილის კიდევ ერთი დემო ვერსიაა წარმოდგენილი: მისი Endless Summer Vacation-ის სიმღერის, You-ს აკუსტიკური, მინიმალისტური ვერსია, რომელიც ასევე მოხვდა საუნდტრეკში და სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდშიც ჟღერს.

საუნდტრეკი ლეიბლ Atlantic-ზე გამოიცა, ხოლო სერიალის მესამე სეზონის ათივე ეპიზოდის ნახვა ხელმისაწვდომია Netflix-ზე. 

Kordz & მარტოკაცი  – „არამი დო შარიქა“

22 ოქტომბერს Kordz-ისა და მარტოკაცის კოლაბორაციული სიმღერა „არამი დო შარიქა“ გამოვიდა. ნამუშევარი მეგრული ხალხური სიმღერის ახლებური ინტერპრეტაციაა, რომელშიც არტისტები ქართულ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკალურ მიდგომას აერთიანებენ.

„არამი დო შარიქა“ ორი განსხვავებული შემოქმედებითი ხედვის შეხვედრაა – Kordz-ის ელექტრონული ჟღერადობა და მარტოკაცის ავთენტური შესრულება მეგრულ ხალხურ სიმღერას ახალ სიცოცხლეს სძენს.

ქეისი მასგრეივსი  – Weekend In Texas

ქეისი მასგრეივსი ახალი მუსიკით მსმენელს მომავალი პროექტის, Middle of Nowhere Vol. 2: Tex Mex Tapes-ის პირველ ნიმუშს უზიარებს. ალბომი 15 იანვარს ლეიბლ Lost Highway Records-ზე გამოვა. ახალ კომპოზიციებს შორისაა Weekend In Texas.

ჟღერადი ჩასაბერი ინსტრუმენტები, მიმზიდველი გრუვი და მასგრეივსის ხავერდოვანი ხმა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. სიმღერაში მასგრეივსი ტეხასში რამდენიმე დღით განმარტოებაზე ოცნებობს, დასვენებაზე, რომელიც სულს ძალას დაუბრუნებს. კომპოზიცია ერთდროულად კლასიკურიცაა და ენერგიულიც. 

ჯონ მაიერი  – Tom and Jerry

„შენ მე ვერასდროს დაგიჭერ“, – მღერის მაიერი სიმღერის დასაწყისში, რომელსაც რბილი როკისთვის დამახასიათებელი რიფი გასდევს და ბრიუს სპრინგსტინის I’m On Fire-ს მოგვაგონებს. ტექსტი მაშინვე გვიქმნის წარმოდგენას მეტაფორაზე, რომელსაც მაიერი სიმღერაში ავითარებს: ცნობილი კატის, ტომისა და თაგვის, ჯერის დაუსრულებელი დევნისა და მეტოქეობით გაჯერებული მეგობრობის მაგალითზე ის ისეთ ურთიერთობაზე გვიყვება, რომელშიც ადამიანებმა, შესაძლოა, ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა ვერასდროს მოახერხონ.

ინსტაგრამზე მაიერმა სიმღერის შექმნის ისტორია გააზიარა. როგორც მომღერალი წერს, „Tom and Jerry ერქვა პირველ ხმოვან ჩანაწერს, როდესაც ამ სიმღერის იდეის მქონე პირველი ხმოვანი ჩანაწერი შევინახე.“

სინგლი მაიერის ახლად დაარსებულ ლეიბლზე, Sob Rock Records-ზე, ლეიბლ Mercury-სთან პარტნიორობით გამოიცა.

ნიკა კოჩაროვი და DillaNext – „ცა პირობებს არ არღვევს!“

ნიკა კოჩაროვმა და ზურა ჯიშკარიანმა, სასცენო სახელით DillaNext, მსმენელს ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარუდგინეს, რომლის გამოსვლაც არტისტებმა Zmuki Podcast-ში დააანონსეს.

სიმღერა, სახელწოდებით „ცა პირობებს არ არღვევს!“ მუსიკალურ პლატფორმებზე 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

დომინიკ ფაიკი – Pangea

სანამ მსმენელი ფაიკის მესამე ალბომის, How To Quit Smoking-ის გამოსვლას ელოდება, რომლის რელიზიც 30 ოქტომბრისთვის გადაიდო, მუსიკოსი ახალ სიმღერას გვიზიარებს.

სიმღერაში ფაიკის მელოდიური რეპი სწრაფ ტემპსა და მსუბუქ ინსტრუმენტულ ჟღერადობას ერწყმის. ორწუთნახევარზე ოდნავ ნაკლები ხანგრძლივობის კომპოზიცია იმდენად მარტივად მოსასმენია, რომ მისი ხელახლა ჩართვის სურვილს გიჩენს.

Girl In Red – Missing Person

ნორვეგიელმა ინდი-პოპ მომღერალმა Girl In Red-მა ახალი, მელანქოლიური პროექტის შესახებ მინიშნებები თვის დასაწყისში გააკეთა. მან ინსტაგრამზე სახელი @girlinblue-თი შეცვალა, ბიოგრაფიაში კი დაწერა: „ერთ დროს წითელი ვიყავი, ახლა კი ლურჯი ვარ“. რამდენიმე კვირის შემდეგ მომღერალმა ოთხსიმღერიანი EP, სახელწოდებით BLUE გამოუშვა, რომელიც დაშორებასთან დაკავშირებულ გულისტკივილსს ეძღვნება.

ბექა გოჩიაშვილის და კატო კვარაცხელია  – Bird Tale

16 ოქტომბერს ბექა გოჩიაშვილის ახალი ალბომი – Bjazz11 – Be-Hop Vol.1 გამოვიდა. ერთ-ერთი სინგლი Bird Tale, რომელიც ჩანაწერშია შესული, კატო კვარაცხელიასთან ერთად ჩაიწერა. მუსიკა თავად კატო კვარაცხელიას ეკუთვნის, ხოლო ტექსტი – ნინი ნუცუბიძეს. 

Yung Miami – Watch Dis!

მას შემდეგ, რაც აუტსაიდერის სტატუსი გადალახა და 2026 წლის ერთ-ერთი უდიდესი ჰიპ-ჰოპ ჰიტი შექმნა New York Knicks-ის მიერ მხარდაჭერილი სიმღერით Spend Dat, Yung Miami-მ საბოლოოდ წარადგინა თავისი დიდი ხნის ნანატრი სადებიუტო სოლო ალბომი – Watch Dis! 21 სიმღერისგან შემდგარი ალბომი მრავალფეროვან კოლაბორაციებს აერთიანებს, მასში მონაწილეობენ ტრევის სკოტი, სამერ უოკერი, ტრინა, კვავო და სხვა არტისტები. City Girls-ის ყოფილი წევრი ამ ნამუშევარში საკუთარ ისტორიას გულწრფელად გვიზიარებს და პირად გამოცდილებას მშობლიური ქალაქის ისტორიასა და კულტურას უკავშირებს. 

ჯონ ლეჯენდი –  Muse

Clipse-თან და ფარელ უილიამსთან თანამშრომლობის შემდეგ ალბომ Let God Sort Em Out-ის გამორჩეულ კომპოზიციაში The Birds Don’t Sing, ჯონ ლეჯენდი ოსკარზე ნომინირებულ პროდიუსერთან კვლავ გაერთიანდა ალბომისთვის Muse.  ეს მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარია 20-წლიანი მეგობრობის შემდეგ.

ალბომი ორი სუპერვარსკვლავის მიერ დახვეწილი სიმებიანი ინსტრუმენტების, მძაფრი ჩასაბერებისა და 808 ბასების სინთეზს წარმოადგენს. ჯონ ლეჯენდის თქმით „ალბომის ჟღერადობა „შავკანიანი ჯეიმს ბონდის ესთეტიკას“ გადმოსცემს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი