კრისტიან კასტროს „ბილბორდის” Lifetime Achievement Award მიენიჭა

პოპმუსიკის ლეგენდამ 22 ოქტომბრის ცერემონიაზე სიმღერაც შეასრულა. 
კრისტიან კასტრო 2026 წლის Billboard Latin Music Awards-ზე
CHRISTOPHER POLK

კრისტიან კასტრომ 22 ოქტომბრის საღამოს ემოციები ვერ დამალა, როცა 2026 წლის Billboard Latin Music Awards-ზე საპატიო ჯილდო Lifetime Achievement Award მიენიჭა და აუდიტორიას პოეტური სიტყვით მიმართა, რომელიც სიყვარულით იყო შთაგონებული.

„რომანტიკული სიყვარული და პოეზია ერთადერთი ნამდვილი რამაა – ჩვენი ადამიანური არსებობის ყველაზე ჭეშმარიტი ასპექტები, ყველაზე მტკიცე აზრი და ყველაზე ნათელი გამოხატულება, რომელიც ბავშვობიდან ჩვენი სულიდან და გულიდან იღვრება“, – განაცხადა პოპვარსკვლავმა ჯილდოს მიღებისას. პრიზი მას მექსიკელმა მსახიობმა ჟაკლინ ბრაკამონტესმა გადასცა. „ეს იმ მომენტს ჰგავს, როცა პირველად დაინახავ საკუთარ სულს – დილის ნამის მშვიდ სილაღეს, მთვარეს, მზის ჩასვლის დიდებულებას – და იმ სახეს, იმ არსებობას, რომელიც შენს სულს ავსებს და რომლის განდევნაც საკუთარი არსებობიდან შეუძლებელია.”

„მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში რომანტიკული სიყვარული ჩემი მთავარი მიზანი და ამბიცია იყო – ჩემი ზეცა და ყველაზე დიდი მისწრაფება. ამ ჯილდოს ვიღებ რომანტიკული სიყვარულისა და პოეზიის სახელით. ეს ყველაზე მშვენიერი რამაა, რაც კი ოდესმე მქონია – საჩუქრები, რომლებიც ღმერთმა ჩემს ხმასთან ერთად ჩადო ჩემში.”

კასტრომ ეს პატივი სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიღწეული წარმატებისა და ლათინურ მუსიკაზე მისი ხანგრძლივი გავლენის აღიარების ნიშნად მიიღო. ცერემონიაზე მან განსაკუთრებული მუსიკალური ნომერიც შეასრულა. ღონისძიება მაიამიში  გაიმართა და „ტელემუნდოსა” და Peacock-ზე პირდაპირი ეთერით გადაიცა. მექსიკურ-ამერიკულ დუეტ Ha*Ash-თან ერთად კასტრომ მათი ახალი ერთობლივი სიმღერა Antes Que Te Cases ცოცხლად პირველად შეასრულა. 

„ბილბორდის” Lifetime Achievement Award ენიჭება არტისტს, რომლის გამორჩეულმა პროფესიულმა კარიერამ ლათინური მუსიკა მსოფლიო მასშტაბით ახალ საფეხურზე აიყვანა, ხოლო მისმა შემოქმედებითმა და პირადმა წვლილმა ჟანრის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. წარსულში ჯილდო მიღებული აქვთ: ანდრეა ბოჩელის, არმანდო მანზანეროს, კარლოს სანტანასა და სხვა ცნობილ მუსიკოსებს. 

კრისტიან კასტრომ ლათინური პოპისა და რომანტიკული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ხმის სტატუსი მყარად დაიმკვიდრა. მისი ისტორია „ბილბორდის” ჩარტებში 1992 წელს დაიწყო, როდესაც სიმღერა No Podrás ლათინური სიმღერების ჩარტში მოხვდა და მესამე ადგილი დაიკავა. მისმა სადებიუტო ალბომმა Agua Nueva 1993 წლის იანვარში Top Latin Pop Albums-ის ჩარტში მეორე ადგილს მიაღწია. მას შემდეგ კასტრომ ლათინური სიმღერების ჩარტში ექვსჯერ მოიპოვა პირველი ადგილი, მათ შორისაა სიმღერები Nunca Voy a Olvidarte, Amor და Azul, რომლებმაც ჩარტის სათავეში, ოთხი, თერთმეტი და ცხრა კვირა გაატარეს. 12 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით კასტრო კვლავ ინარჩუნებს კავშირს მსმენელთან საკონცერტო ტურნეთი Nada Solo Éxitos Tour. 

2026 წლის Billboard Latin Music Awards-მა ლათინური მუსიკის ყველაზე ცნობილი შემსრულებლები გააერთიანა. კასტროს გარდა, წელს განსაკუთრებული პრიზების მფლობელები გახდნენ: რუბენ ბლადესი – Billboard Icon Award, როსალია – Billboard Hall of Fame Award, ჯგუფი Fuerza Regida –  Billboard Vanguard Award.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

LISA Yeyoung Choi

კვირის მუსიკალური გზამკვლევი: LISA, მაილი საირუსი, ქეისი მასგრეივსი, ჯონ მაიერი და სხვები

შეიძლება დაგაინტერესოთ

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი