შაკირამ და ფიფას გლობალურმა სამოქალაქო საგანმანათლებლო ფონდმა ის ორგანიზაციები დაასახელეს, რომლებიც ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ გრანტებს მიიღებენ

ხუთი ორგანიზაცია ჯამში 450 000 აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რათა აღადგინოს დაზიანებული ინფრასტრუქტურა და 13 000-ზე მეტი ბავშვისთვის ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს.
შაკირა
GETTY IMAGES

შაკირამ და Global Citizen-მა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ვენესუელას ხუთი ადგილობრივი ორგანიზაცია ჯამში 450 000 აშშ დოლარის გრანტს მიიღებს. დაფინანსება ბავშვებს დაეხმარება, სასწავლო პროცესს დაუბრუნდნენ მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში ქვეყანაში მომხდარმა ორმა მიწისძვრამ ათასობით მოსწავლე სკოლებს მიღმა დატოვა.

24 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში კოლუმბიელმა სუპერვარსკვლავმა და აქტივისტმა შაკირამ და Global Citizen-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჰიუ ევანსმა განაცხადეს, რომ ვენესუელის ინიციატივა 13 000-ზე მეტ ბავშვამდე მიაღწევს.

„როდესაც ბავშვს სწავლისთვის უსაფრთხო გარემოს უქმნი, მის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლი,” – თქვა შაკირამ. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვაცხადებ, რომ Global Citizen ვენესუელაში შემოვა და მხარს დაუჭერს ხუთ ორგანიზაციასა და 13 000-ზე მეტ ბავშვს. ყველა მასწავლებელსა და თემის ლიდერს, ვინც ამ საქმეს შესაძლებელს ხდის: ეს თქვენთვისაა“.

ევანსმა კი დაამატა: „როდესაც ფიფას Global Citizen Education Fund დავაფუძნეთ, ერთი მარტივი ვალდებულება ავიღეთ: რესურსები უშუალოდ იმ ორგანიზაციებისთვის მიგვემართა, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების განათლებისთვის განსაკუთრებულ საქმეს აკეთებენ. მასწავლებლებს, თემის ლიდერებსა და ამ საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებს მადლობას ვუხდით. ვენესუელაში აღდგენის გაბედული პროცესისა და ბავშვებისთვის საკუთარი მომავლის შექმნის საშუალების მიცემის პარალელურად, ვიმედოვნებთ, რომ ეს დაფინანსება გრძელვადიან პერსპექტივაში მხარს დაუჭერს და გააძლიერებს თქვენს ძალისხმევას.”

„ბილბორდისთვის” გაზიარებული პრესრელიზის თანახმად, პროგრამები მხარს დაუჭერს განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფას, ინკლუზიურ სწავლებას აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის, მასწავლებელთა განვითარებასა და სპორტულ აქტივობებს, ასევე ბავშვთა კვებისა და ჯანდაცვის სერვისებს, რაც მათ სასწავლო პროცესში ჩართულობას შეუწყობს ხელს. ჯამში ეს ინვესტიცია დაეხმარება 44 სკოლას, 41 მასწავლებელსა და აკადემიურ პერსონალს და მოიცავს 180 მშობელსა და მზრუნველ პირს, რათა შეიქმნას უფრო უსაფრთხო და ინკლუზიური გარემო. 

ხუთი ორგანიზაცია, რომელიც დახმარებას მიიღებს, არიან:

Impaktemos, რომელიც ბავშვებს სთავაზობს დამატებით სასწავლო დახმარებას, ქალებს პროფესიული უნარების განვითარებას, ხოლო „ვაიუს” თემებში წიგნიერებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამებს ახორციელებს. ორგანიზაცია 2026 წლის ივნისის მიწისძვრებით დაზარალებულ ოჯახებს გადაუდებელი დახმარებით უზრუნველყოფს.

Fundación Madre María Luisa Casar, რომელიც პეტარეში სკოლას მართავს და 3-13 წლის სოციალურად დაუცველ 400 ბავშვს განათლებით, კვებითა და ჯანდაცვით უზრუნველყოფს. სკოლის კლინიკა კი ფართო საზოგადოებას ემსახურება. 

Asociación Provida de Venezuela – PROVIVE, რომელიც პროგრამის Alive to the World მეშვეობით ბავშვებსა და ახალგაზრდებში ემპათიის, გამძლეობისა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარებს ავითარებს. სოციალური და ემოციური სწავლების ეს პროგრამა 275 სკოლაში 75 000-ზე მეტ მოსწავლეს მოიცავს.

Autismo en Voz Alta, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლებასა და დამოუკიდებლობის განვითარებაზე ზრუნავს. ორგანიზაცია ბენეფიციარებს სთავაზობს დიაგნოსტიკას, თერაპიასა და ფინანსურ დახმარებას. ასევე მოიცავს ოჯახებისა და მასწავლებლების გადამზადებას უფრო ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად. 

AC EmpoderaME, რომელიც ქალების, გოგონებისა და მოზარდების გაძლიერებასა და მათ საზოგადოებრივ ლიდერებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ორგანიზაციას 12-ზე მეტ შტატში მოხალისეთა ქსელი ჰყავს, რომელიც მოწყვლად თემებში ჰუმანიტარულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებს.

გასული წლის ივლისში შაკირამ და ფიფამ ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადეს, რომლის მიზანიც 24 ივნისს ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრებით დაზარალებული ათასობით ბავშვის დახმარება იყო. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა ერთ წუთზე ნაკლები ინტერვალით მოხდა, რასაც 6 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უამრავი ადამიანი კი დაშავდა ან უსახლკაროდ დარჩა. 

შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ, შაკირამ დაზიანებული სკოლების აღსადგენად საწყის ეტაპზე 1.25 მილიონი დოლარის გამოყოფის პირობა დადო. ამის შესახებ მან კოლუმბიის ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, ჩოკოს პროვინციის დედაქალაქ კიბდოში მოულოდნელი ვიზიტის დროს განაცხადა.

მანამდე, მაისში, მომღერალმა ასევე გაამხილა, რომ Burna Boy-სთან ერთად ჩაწერილი 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნის, Dai Dai-ს მოგების 100%-ს Global Citizen-ს გადასცემდა. შაკირა და The Weeknd ფონდის მმართველ საბჭოს გასული წლის შემოდგომაზე, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის წინ შეუერთდნენ. Dai Dai Billboard-ის Global 200 ჩარტში შვიდი კვირის, ხოლო Global Excl.U.S.-ის ჩარტში ათი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. 

პრესრელიზის თანახმად, ფიფას საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიერ 21 ქვეყნის 63 ორგანიზაციისთვის გამოყოფილი დაფინანსების საერთო მოცულობა 9.55 მილიონ დოლარს შეადგენს, მომავალ წელს 413 000 ბავშვის დახმარებას გეგმავს, მათ შორისაა ვენესუელაში განხორციელებული ინიციატივა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Kodak Black ფოტო: Rockstar Games

რეპერ Kodak Black-ს ვიდეოთამაშ GTA 6-ში საიდუმლო რადიოსადგური აქვს – ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მისი განბლოკვა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kodak Black ფოტო: Rockstar Games

რეპერ Kodak Black-ს ვიდეოთამაშ GTA 6-ში საიდუმლო რადიოსადგური აქვს – ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მისი განბლოკვა 

გეიმერებმა ასევე აღმოაჩინეს კიდევ ერთი საიდუმლო სადგური, რომელსაც გამოგონილი DJ Pretzel უძღვება.
მეტი
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯგუფი „შინ” რუსთაველის თეატრის სცენაზე დაბრუნდა – ორი იბერიის შთამბეჭდავი მუსიკალური დიალოგი

„ჩვენი გზა შინისაკენ დაიწყო აქ, ძალიან დიდი ხნის წინ... წავედით... 30 წელი გავიდა და ვბრუნდებით“... - ზაზა მიმინოშვილი.
მეტი
D'Angelo -ს პერფორმანსი Samsung Supper Club-ში 2015 წლის 15 მარტი, ტეხასი. ფოტო: Rick Kern/Getty Images

D’Angelo-ს ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ  გამოუშვა სიმღერა Kamikazi, რომელიც ვიდეოთამაშ GTA 6-ში გაჟღერდება

„მას ძალიან უხაროდა, რომ ეს ჩანაწერი თამაშის ფლეილისტში შევიდოდა.“ - აღნიშნა მისმა ძმამ განცხადებაში.
მეტი

„ოაზისის”, პოლ მაკარტნის, ელვისისა და სხვა მუსიკოსების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები 2027 წლის ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებენ

მორგან ნევილს, რომელმაც 2014 წელს გაიმარჯვა ფილმით 20 Feet From Stardom, კონკურსში ორი ფილმი აქვს წარდგენილი.
მეტი

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი