ნახეთ: Flume კომპოზიციის Sirens ვიდეორგოლს ავრცელებს

ფოტო: Jeff Kravitz/FilmMagic

ავსტრალიელმა ელექტრონულმა მუსიკოსმა, ჰარლი ედვარდ სტრეტენმა, სასცენო სახელით Flume, კომპოზიციაზე Sirens გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკი, რომელშიც ამერიკელი მომღერალი კეროლაინ პოლაჩეკი მონაწილეობს, არტისტის რიგით მესამე ალბომში Palaces იქნება წარმოდგენილი. ჩანაწერი გაყიდვაში 20 მაისს ჩაეშვება. მასში ასევე შევა დეიმონ ალბარნთან, ვერგენ მარიასთან, Oklou-სა და Kučka-სთან ჩაწერილი კოლაბორაციული ნამუშევრები. კომპოზიციის კლიპზე რეჟისორმა დენიელ ასკილმა იმუშავა.

 “ფლუმისა და კეროლაინის ამ გასაოცარმა სიმღერამ შთაგვაგონა, შეგვექმნა ვიდეო ბუნებისა და ტექნოლოგიების, ტრანსცენდენტულობისა და მატერიალიზმის გადაკვეთაზე. იღბლიანები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გვემუშავა ისეთ პროფესიონალებთან, როგორებიც არიან: ჯონათან ზავადა, დიონ ლი, ქალიდ მოთასები და გლენ სტიუარტი, რომლის დიზაინითაც შეიქმნა ეს სასწაული გარემო”, – აღნიშნა ასკილმა.

Palaces ფლუმის პირველი სტუდიური ნამუშევარი იქნება 2019 წლის მიქსტეიპის Hi This Is Flume შემდეგ, რომელიც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის კატეგორიაში გრემიზე იყო წარდგენილი. 

ჩანაწერის Palaces ტრეკლისტი: 

1. Highest Building (feat. Oklou)
2. Say Nothing (feat. MAY-A)
3. DHLC
4. ESCAPE (feat. Kučka)—with Quiet Bison5. I Can’t Tell (feat. LAUREL)
6. Get U
7. Jasper’s Song
8. Only Fans (feat. Virgen Maria)
9. Hollow (feat. Emma Louise)
10. Love Light
11. Sirens (feat. Caroline Polachek)
12. Go
13. Palaces (feat. Damon Albarn)

ჰარლიმ შემოქმედებითი კარიერა 2004 წელს დაიწყო. 2012 წელს პროდიუსერმა სადებიუტო ჩანაწერი Flume გაავრცელა. 2016 წელს კი მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Skin გამოსცა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდო მოიპოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფიბი ბრიჯერსის ახალი სიმღერა სერიალში Conversations With Friends გაჟღერდება

შემდეგი სტატია

Kelly Clarkson

ნახეთ: კელი კლარკსონმა Leave Before You Love Me შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი