ტეილორ სვიფტი ამბობს, რომ შემოქმედებაში ახლა უფრო თავისუფალია, ვიდრე ადრე

„უფრო ბედნიერი ვარ, როცა ინტენსიურად ვმუშაობ”, – ამბობს მომღერალი.
ტეილორ სვიფტი
Arturo Holmes/FilmMagic

რეჟისორ მარტინ მაკდონაჰთან ინტერვიუში ტეილორ სვიფტმა აღნიშნა, რომ კარიერის შემდეგ დეკადაში გადასვლასთან ერთად მისი მიდგომა შემოქმედების მიმართ შეიცვალა.

„ფიქრობ, რომ შენი შექმნილი კომპოზიციები ახლა სხვანაირია? თუნდაც სევდიანი სიმღერა  ავიღოთ, ახლა სხვანაირად წერ მას, ვიდრე, მაგალითად, 22 წლის ასაკში?” – ჰკითხა მომღერალს მაკდონაჰმა.

„დიახ, ახლა ბევრად თავისუფალი ვარ შექმნის პროცესში. უფრო მეტ ალბომს ვუშვებ იმაზე სწრაფ ტემპში, ვიდრე ამას მანამდე ვაკეთებდი. ვფიქრობ, რაც უფრო მეტს ქმნი, მით უფრო ნაკლებ წნეხს განიცდი საკუთარი თავის მიმართ. თუმცა ყველა განსხვავებულია. არიან ადამიანები, რომლებიც ალბომს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გამოსცემენ. ისინი ასე მუშაობენ და მე მათ დიდ პატივს ვცემ. მაგრამ მე უფრო ბედნიერი ვარ, როცა ინტენსიურად ვმუშაობ.”

სვიფტმა ისაუბრა გრემიზე ნომინირებულ მოკლემეტრაჟიან ფილმზეც  All Too Well (10 Minute Version) და მისი შექმნის პროცესზე

„ჩემი, როგორც მომღერლის ყველა ასპექტი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი რეჟისორი ვარ. მინდა, რომ სხვები კომფორტულად იყვნენ. თუ მათ სურთ, რომ შეხედონ მონიტორს, ან იცოდნენ, როგორ იდგმება სცენა, მათ ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ჩემი აზრია, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს ამბავი, რომელსაც ჰყვება. მე ვყოფილვარ ისეთ გადაღებებზე, როცა სცენარი არ იცი და არავინ იცის, რაზეა ამბავი. ასე რომ, რამდენადაც მიყვარს ჩემი პროექტების საიდუმლოდ შენახვა, იმდენად ვფიქრობ, რომ უნდა ენდობოდე იმ ხალხს, ვისთან ერთადაც მუშაობ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მარგო რობი ბარბის როლში – ნახეთ გრეტა გერვიგის Barbie-ის პირველი ტრეილერი

შემდეგი სტატია

რიკი მარტინი, კიდ კადი, დედი იანკი და სხვები არგენტინის გამარჯვებას ზეიმობენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი