„რა არის შენი ჭეშმარიტი განზრახვა?“ – დიონ უორვიკი ილონ მასკს მიმართავს და მასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს

„მისი ამოსავალი წერტილი სიტყვის თავისუფლებაა, ისევე, როგორც – ჩემი. თუმცა ამის მიღწევის კონკრეტული გზები არსებობს.“

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა „ტვიტერი“ შეიძინა და აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა, სოციალური ქსელი არაერთმა ცნობილმა ადამიანმა დატოვა. „ტვიტერის“ და მასკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, ახლახან დიონ უორვიკი გამოეხმაურა. უორვიკმა ილონ მასკთან საუბრის სურვილი გამოთქვა. მომღერალს სურს, სოციალურ ქსელთან დაკავშირებით, ბიზნესმენის რეალური ზრახვები გაარკვიოს. 

„მას უნდა შევხვდე. ვიცი, რომ უამრავმა ადამიანმა დატოვა ტვიტერი. აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რას აპირებს მომავალში. ის ამ თამაშში ახალია. მისი ამოსავალი წერტილი სიტყვის თავისუფლებაა, ისევე, როგორც – ჩემი. თუმცა ამის მიღწევის კონკრეტული გზები არსებობს.“ – აღნიშნა უორვიკმა ჟურნალ People-თან საუბრისას. 

მომღერალმა ილონ მასკს მიმართა – „რა არის შენი რეალური განზრახვა? სიტყვის თავისუფლებისადმი შენი დამოკიდებულება გასაგებია, მაგრამ როგორ აპირებ მოქმედებას?“

18 დეკემბერს ილონ მასკმა გამოკითხვა ჩაატარა. ბიზნესმენმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს ჰკითხა, უნდა დაეტოვებინა, თუ არა „ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია. გამოკითხვაში მონაწილეთა 57,5%-მა, რაც 17,5 მილიონზე მეტი ადამიანია, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. 

გამოკითხვა ასევე ჩაატარა რეპერმა Snoop Dogg-მა. მან გამომწერებს მიმართა კითხვით, უნდა წამოაყენოს, თუ არა თავისი კანდიდატურა „ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. პოსტზე დადებითი პასუხი დაახლოებით სამმა მილიონმა ადამიანმა დააფიქსირა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა სადღესასწაულო წვეულებაზე ერთად იმღერეს

შემდეგი სტატია

ვიქტორია ბექჰემი კატარის ეროვნული მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე. დოჰა, 2019 წლის 27 მარტი. ფოტო: კარიმ ჯაფარი

ვიქტორია ბექჰემი საშობაო  ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის თოვლის კაცის ფორმაშია გამომწყობილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი