ნიკ ქეივმა Red Hot Chili Peppers-ზე წარსულში გაკეთებული კომენტარი განმარტა: „ბოროტი განზრახვა არ მქონია“

„ეს კომენტარი უკვე საუკუნის მეოთხედია, თან დამყვება.“
ნიკ ქეივი გამოდის All Points East-ში, 2018 წლის 3 ივნისი, ლონდონი. გას სტიუარტი/Redferns
ნიკ ქეივი გამოდის All Points East-ში, 2018 წლის 3 ივნისი, ლონდონი.
გას სტიუარტი/Redferns

Chili Peppers-ის ბასისტი Flea, რომელიც ნიკ ქეივის მსგავსად ავსტრალიის ვიქტორიის შტატშია დაბადებული, Bad Seeds-ის ფრონტმენის 2006 წლის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა. მან აღიარა, რომ თავდაპირველად გაბრაზდა, ხოლო ზოგადად,  ქეივი მისი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსია.  

„ნიკ ქეივს რომ ჩემი ჯგუფი არ უყვარს, ამაზე არ ვდარდობ, რადგან მისი მუსიკა ჩემთვის ყველაფერია,“ – თქვა Flea-მ. „ის ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორი, ვოკალისტი და მუსიკოსია. ეს წყენა მხოლოდ წამიერად გაგრძელდა, რადგან ჩემი სიყვარული მისი მუსიკისადმი უფრო დიდია, ვიდრე ეს [ამბავი] და თუ მას ჩემი ბენდი სულელურად ეჩვენება, ეს მისაღებია.“  

ახლახან კი ნიკ ქეივმა Red Hand Files-ის ვებ-გვერდზე უპასუხა ერთ-ერთ ფანს, რომელიც ამ განცხადების ნამდვილობით დაინტერესდა. მან აღიარა, რომ ეს „იმპულსური და არცთუ ისე კეთილგანწყობილი“ კომენტარი იყო.  

„არანაირი ბოროტი განზრახვა არ მქონია, ეს უბრალოდ იმდროინდელი ერთ-ერთი უხეში გამონათქვამი იყო, რომლითაც ხალხს ვაღიზიანებდი,“ – განმარტა ნიკ ქეივმა. „მაშინ პროვოკატორი ვიყავი, პრობლემების მაძიებელი, საზოგადოების გაღიზიანება მსიამოვნებდა. შეიძლება, ეს ჩემი თაობის ავსტრალიელი მუსიკოსების საერთო მახასიათებელიც იყოს, არ ვიცი, მაგრამ ეს კომენტარი უკვე საუკუნის მეოთხედია, თან დამყვება.“  

ქივმა ასევე გაიხსენა, რომ Flea-ს პასუხი მას მალევე გააგებინეს. ნიკ ქეივის თქმით, მან გააცნობიერა, რომ „Flea სრულიად განსხვავებული, უფრო მაღალი დონის ადამიანი იყო.“ ქეივის თქმით, მას შემდეგ მათ ურთიერთობა გამოასწორეს და წლების განმავლობაში, სხვადასხვა სიტუაციაში, როგორც სცენაზე, ასევე მის მიღმა, საკმაოდ სასიამოვნო შეხვედრები ჰქონდათ.  

საუბრის ბოლოს ნიკ ქეივმა აღნიშნა, რომ Flea ამჟამად ახალ ალბომზე მუშაობს და  მან თავადაც მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში.  

„გასულ კვირას Flea-მ მომწერა და მთხოვა, ერთ-ერთ სიმღერაში ვოკალი ჩამეწერა,“ – თქვა მუსიკოსმა. „სიმღერის დასახელებას არ გავამხელ, მაგრამ ეს ერთ-ერთია იმ ნაწარმოებებიდან, რომლებსაც განსაკუთრებული პატივისცემით ვეპყრობი – ალბათ ყველაზე დიდებული ტექსტით, რაც კი ოდესმე დაუწერიათ. სიმღერა იმდენად კარგია, რომ ჩემს თავსაც ვერ მივცემდი უფლებას, მის შესრულებაზე მეფიქრა, რომ არა Flea-ს თხოვნა. ოთხშაბათს სტუდიაში შევედი და ვოკალი ჩავწერე.“  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky ალბომის გამოსვლის თარიღზე კითხვას თავს არიდებს

შემდეგი სტატია

SZA-ს ალბომი SOS „ბილბორდის” ჩარტში მაიკლ ჯექსონის Thriller-ს გაუთანაბრდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი