ბილი აილიშმა 21-ე დაბადების დღე მეგობარ ბიჭთან და ჯასტინ და ჰეილი ბიბერებთან ერთად აღნიშნა

ფოტოებში მომღერალი ჯგუფის The Neighbourhood სოლისტთან ერთად პოზირებს.
ბილი აილიში
Mason Poole

ბილი აილიში 21 წლის გახდა. სოციალურ ქსელში გაზიარებულ ფოტოებში ჩანს, რომ მომღერლის დაბადების დღის წვეულებას ჯასტინ და ჰეილი ბიბერები და The Neighbourhood-ის სოლისტი ჯეს რაზერფორდი (მომღერლის ამჟამინდელი მეგობარი ბიჭი) ესწრებოდნენ.

ბილი აილიშს სანტას მოტივებზე შექმნილი წითელი და თეთრი კაბა ეცვა.

წვეულებამდე მომღერალმა წლის შემაჯამებელი 3 შოუ გამართა. თითოეულ მათგანზე სხვადასხვა ვარსკვლავი დაპატიჟა და მათთან ერთად დუეტები შეასრულა. პირველ დღეს Labrinth-თან ერთად, მეორე დღეს დეივ გროლსა და ფიბი ბრიჯერსთან, მესამე დღეს კი Childish Gambino-სთან ერთად, რომელმაც აილიშს დაბადების დღე სცენიდან მიულოცა. 

ნახეთ ბილი აილიშის დაბადების დღის ფოტოები

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰილარი დაფის სახალისო საშობაო ბარათი

შემდეგი სტატია

გიორგი ერგემლიძის ახალი ვიდეოკლიპი

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი