ჯენიფერ ლოპესმა ახალი სიმღერის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ისაუბრა

მომღერლის თქმით, ახალი სიმღერა, სახელწოდებით Hummingbird, მისთვის საშობაო წვეულების ინსპირაციად იქცა.


2023 წელს ჯენიფერ ლოპესის კარიერაში ახალი ეპოქა იწყება – მომღერალი ალბომს, სახელწოდებით This Is Me … Now გამოუშვებს. ღია წერილში ვარსკვლავმა დაანონსებული ალბომისათვის დაწერილ ერთ-ერთ სიმღერაზე ისაუბრა. 

„სიმღერა, სახელწოდებით Hummingbird ახალი ალბომისათვის დავწერე. კოლიბრები ჩემთვის სიყვარულის მაცნეები არიან. ეს განსაკუთრებული მოქნილობით გამორჩეული სახეობაა – ამ ჩიტებს ფრენა ნებისმიერი მიმართულებით შეუძლიათ. კოლიბრი ასევე ყველაზე სწრაფი ფრინველია, თუმცა დროს ყოველთვის პოულობენ, რომ გაჩერდნენ, ჭამონ ტკბილეული და ვარდები დაყნოსონ. ჩემს თავს ამ არსებებთან ვაიგივებ. ყოველთვის, როცა კოლიბრს ვხედავ, ვფიქრობ ეს ღმერთისგან ნიშანია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“ – აღნიშნა ჯენიფერ ლოპესმა.

ვარსკვლავის თქმით, ბოლო დროს, ძირითადად სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა მოსწონს. „ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს. წევრების რაოდენობა გაორმაგდა და შესაბამისად, გაორმაგდა მხიარულებაც და სიყვარულიც“ – თქვა ლოპესმა. 

ცოტა ხნის წინ, ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ლოს ანჯელესში საშობაო წვეულება მოაწყვეს. ჰოლივუდურ წვეულებაზე ლოპესს Gucci-ის კაბა ეცვა. როგორც მომღერალმა განმარტა, კაბაზე დატანილი ლურჯი და ოქროსფერი პრინტერიც, მისთვის სწორედ კოლიბრის შეფერილობასთან ასოცირდება. 

რაც შეეხება ახალ ალბომს, This Is Me … Now 2023 წელს გამოვა.

ნახეთ პოსტი, რომლითაც ჯენიფერ ლოპესმა ახალი ალბომის გამოშვება დააანონსა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Პირს მორგანის ტვიტერი გატეხეს და ედ შირანზე შეურაცხმყოფელი პოსტები დაწერეს

შემდეგი სტატია

არიანა გრანდემ მანჩესტერის საბავშვო საავადმყოფოების პაციენტებს საშობაო საჩუქრები გაუგზავნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი