სცენის მიღმა მოღვაწე პროფესიონალები, რომლებიც მუსიკალურმა ინდუსტრიამ 2022 წელს დაკარგა

მათ შორის არიან სიმღერების ავტორები, მენეჯერები, პროდიუსერები, ხმის ინჟინრები, იურისტები, პრომოუტერები და სხვები.

2022 წლის განმავლობაში, მუსიკალურმა ინდუსტრიამ სცენის მიღმა მოღვაწე არაერთი ვარსკვლავი დაკარგა: მუსიკის სფეროში არსებული კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, სიმღერების ავტორები, მენეჯერები, პროდიუსერები, ხმის ინჟინრები, იურისტები, პრომოუტერები, გამომგონებლები და სხვა. მათ შორის არიან ისეთი პერსონები, რომლებმაც არაერთი ბენდის კარიერა შექმნეს, მონაწილეობა მიიღეს საკულტო ფესტივალების დაარსებაში, წამყვანი ლეიბლები შექმნეს, Broadway-ის წარმატებული სპექტაკლების პროდიუსინგში მონაწილეობა მიიღეს და ასე შემდეგ. 

მაშინ, როდესაც არტისტები უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობენ, ჩრდილში მყოფი პროფესიონალები მათი წარმატებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ისინი მუსიკალურ ინდუსტრიას როგორც ბიზნესს ისე ავითარებენ. 

ასეთი ადამიანების მიერ დატოვებული მემკვიდრეობის სათანადოდ შესაფასებლად, Billboard მკითხველს მუსიკალური  სამყაროს  პროფესიონალებს ახსენებს, ვინც 2022 წელს ინდუსტრიას გამოაკლდა.

ჯონ ლინდი, 73 წლის

გრემის ნომინანტი სიმღერების ავტორი, რომელმაც სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან იმუშავა, როგორებიც არიან: Earth, Wind & Fire “Boogie Wonderland”, მადონა “Crazy for You” და ვანესა უილიამსი “Save the Best for Last”.the Best for Last”.

ჯიმ სტიუარტი, 92 წლის

ხმის ჩამწერი კომპანია Stax Records-ის დამფუძნებელი, რომელიც არაერთ ცნობილ მომღერალს და ჯგუფს წამატებული კარიერის შექმნაში დაეხმარა. 

გრეგ ეპლერი, 64 წლის 

მუსიკალური აგენტი და ვეტერანი მენეჯერი. 

მერიბეთ პიტერსი, 83 წლის

შეერთებული შტატების საავტორო უფლებების რეესტრის ხელმძღვანელი, ვინც 1994-2010 წლებში, ინტერნეტის ეპოქასთან თავსებადი კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ლოური მეისი, 87 წლის

ათწლეულების განმავლობაში, მუსიკალური ინდუსტრიის მარკეტინგში წამყვანი კომპანიის, Clear Channel-ის დამფუძნებელი.

ქრიდ ტეილორი, 92 წლის 

ხმის ჩამწერი კომპანიის პროდიუსერი, ვინც ბოსა-ნოვა შეერთებული შტატების მრავალრიცხოვან  მუსიკალურ აუდიტორიას გააცნო.

ბილ უოლკერი, 95 წლის 

პროდიუსერი, რომელიც 1969 წლიდან 1971 წლამდე The Johnny Cash Show-ის მუსიკალური რეჟისორი იყო.

სტივ ფიკინჯერი, 62 წლის 

Tony-ის პრიზის მფლობელი მუსიკალური პროდიუსერი, რომელიც Broadway-ის ისეთ ცნობილ მიუზიკლებზე მუშაობდა, როგორებიც Dear Evan Hansen, Newsies და The Lion King-ია. 

მარგო კნესი, 84 წლის 

რადიო სარეკლამო ბიზნესში ერთ-ერთი პირველი ქალი ხელმძღვანელი.

ნობუიუკი იდეი, 84 წლის. 

1998 წლიდან 2005 წლამდე კომპანია Sony-ის ხელმძღვანელი, რომელმაც კომპაქტური დისკების განვითარების პროცესში წამყვანი როლი შეასრულა.

რიკ ტერნერი, 78 წლის

მუსიკალური ინსტრუმენტების სიმების სპეციალისტი, ვინც Led Zeppelin-ის, The Who-სა და სხვა მრავალი ცნობილი ბენდისათვის გიტარები შექმნა. 

ერიკ ბოლერტი, 56 წლის 

მუსიკალური ბიზნესის გამომძიებელი რეპორტიორი და ცნობილი ჟურნალების (Billboard, Rolling Stone) რედაქტორი, რომელმაც კრიტიკული ჟურნალისტიკის შექმნას შეუწყო ხელი. 

ბენ ფარელი, 76 წლის

Მუსიკალური პრომოუტერი, რომელიც ელვის პრესლისთან, ელტონ ჯონთან და სხვა არაერთ ცნობილ მუსიკოსთან თანამშრომლობდა. 

დონ გრეჰემი, 87 წლის

პიონერი მუსიკალური პრომოუტერი, ვინც Warner Bros. Records-ში მუშაობდა. ის მრავალ ცნობილ არტისტთან თანამშრომლობდა. მათ შორის – ტინა ტერნერთან. 

მო ოსტინი, 95 წლის

Warner Brothers Records-ის სახელგანთქმული წამყვანი მენეჯერი, რომელიც კომპანიაში ოცდაათი წლის განმავლობაში მუშაობდა. 

ბერტ ფილდსი, 93 წლის. 

გართობის ინდუსტრიაში მოღვაწე იურისტი. მის კლიენტებს შორის The Beatles, მაიკლ ჯექსონი, მადონა და სხვა ცნობილი ვარსკვლავები იყვნენ. 

მაიკლ ლენგი, 77 წლის

Woodstock Music & Art Fair-ის ერთ-ერთი შემქმნელი და Sunshine Records-ის თანადამფუძნებელი. 

ჯეიმს რედო, 90 წლის 

Broadway-ის საკულტო მიუზიკლის, Hair-ის ერთ-ერთი შემქმნელი.

მერილინ ბერგმანი, 93 წლის 

ოსკაროსანი სიმღერების ტექსტის ავტორი.

ჯონ ბიუ, 75 წლის

Warner Bros. Records-ის კრეატიული სერვისების ყოფილი ხელმძღვანელი.  Grammy-ისა და Emmy-ის ჯილდოების მფლობელი კინო და სატელევიზიო პროდიუსერი. მან ხელი შეუწყო მუსიკალური ვიდეოების განვითარებას.

პიტერ კუპერი, 52 წლის 

Grammy-ის ნომინანტი პროდიუსერი.

კრისტინ ფარნონი, 97 წლის

„ხმის ჩამწერი აკადემიის“ ყოფილი ხელმძღვანელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვივიენ ვესტვუდის ყველაზე დასამახსოვრებელი კოსტიუმები, რომლებიც მუსიკოსებმა სხვადასხვა დროს მოირგეს

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი - ფოტო: ვიჯატ მოჰინდრა

მაილი საირუსმა ახალ სინგლი  – Flowers საახალწლო წვეულებაზე დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა კონცერტის გასაფორმებლად სოფიკო ჭიაურელის კადრები გამოიყენა

სცენაზე ვიზუალური გაფორმების სახით სერგო ფარაჯანოვის ფილმ „ბროწეულის ფერის” ფრაგმენტები გადიოდა.
მეტი

ბიონსემ ლინდა მარტელს 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე ნომინირება საჯაროდ მიულოცა

„გილოცავ, დედოფალო ლინდა მარტელ, ამ ნომინაციას და შენს წვლილს ქანთრი მუსიკაში,“ - წერს ბიონსე სოციალურ ქსელში.
მეტი