დევიდ ქროსბი – The Byrds-ის წევრი და Crosby, Stills & Nash-ის დამფუძნებელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქროსბი როკ-ენ-როლის დიდების ხეივანში ორჯერაა შესული.
დევიდ ქროსბი, 1976 წელი
Gijsbert Hanekroot/Redferns

დევიდ ქროსბი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა დაადასტურა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. 

ქროსბი ფოლკ-როკის პიონერი იყო როგორც The Byrds-ისა და Crosby, Stills & Nash-ის წევრი. თუმცა საკმაოდ მდიდარი სოლო კარიერაც ჰქონდა, განსაკუთრებით – ბოლო წლებში.

ქროსბის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან მისი ბენდის წევრები: 

„ძალიან დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩემი მეგობარი დევიდ ქროსბი გარდაიცვალა,” – დაწერა გრეჰემ ნეშმა. „ვიცი, რომ ახლა ადამიანებს გაახსენდებათ ის, თუ როგორი ცვალებადი იყო ჩვენი ურთიერთობა სხვადასხვა დროს. მაგრამ ის, რასაც ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა დევიდისთვის და ჩემთვის, იყო წმინდა სიხარული იმ მუსიკისა, რომელსაც ერთად ვქმნიდით. ხმა, რომელსაც ერთად აღმოვაჩენდით და ის დიდი მეგობრობა, რომელსაც წლების განმავლობაში ვიზიარებდით. დევიდი უშიშარი იყო ცხოვრებაშიც და მუსიკაშიც. იგი თავის გონებასა და გულს საოცარი მუსიკით გამოხატავდა. ჩემი გული ახლა მის მეუღლესთან, მის ვაჟებთან და იმ ადამიანებთანაა, რომლებიც მისთვის ძვირფასი იყო. დევიდი უდავოდ დიდი მუსიკოსი იყო. უსაზღვროდ მომენატრება.”

ქროსბი the Byrds-ს 1964 წელს შეუერთდა და ჯგუფი 1967 წელს დატოვა. სტილსთან და ნეშთან შეხვედრის შემდეგ კი ჩამოაყალიბა ტრიო სახელწოდებით Crosby, Stills & Nash. ბენდმა 1969 წელს ვუდსტოკის ფესტივალზეც იმღერა. 

მათი სადებიუტო ალბომი ორჯერ მოხვდა ბილბორდის 100 ჰიტის ტოპ 40-ში. 1969 წელს საუკეთესო ახალბედა არტისტის ნომინაციაში ტრიომ გრემიც აიღო. ამავე წელს ბენდს ნილ იანგი შეუერთდა და მათი 1970 წლის ალბომი Deja Vu ბილბორდის ასეულის პირველ ადგილს იკავებდა. 

1970 წელს იანგმა ჯგუფი დატოვა. CSN-ს კი ახალი ალბომი 1977 წლამდე აღარ გამოუშვია. 2016 წელს ჯგუფი დაიშალა, მაგრამ როგორც ნეშმა 2022 წელს თქვა, მათ რაღაც ნამდვილად განსაკუთრებული შექმნეს. „ჩვენი მეგობრების სახლებში დავდიოდით მე, დევიდი და სტივენი გიტარებით. ეს საოცარი იყო. სიმღერის ახალი მეთოდი აღმოვაჩინეთ. ჩვენი სამი ხმის შერწყმით ერთ ხმას ვქმნიდით. ხალხს ვაგიჟებდით. არ სჯეროდათ, რასაც ვაკეთებდით. იატაკზე იწვნენ. სწორედ ეს კადრი მაქვს გონებაში, როცა იმ პერიოდს ვიხსენებ.”

2021 წელს Guardian-თან საუბარში ქროსბი ამბობდა, რომ ის მუსიკა ერჩივნა, რომელსაც CSN და CSNY-თან ერთად ქმნიდა. „არც შევადარებ. CSN და CSNY-ის ბევრად დახვეწილი ბენდები იყო, ვიდრე the Byrds.”

ქროსბის ასევე  წარმატებული სოლო კარიერა ჰქონდა. 1971 წელს სოლო ალბომი გამოუშვა სახელწოდებით If I Could Only Remember My Name. მან და ნეშმა ცალკე რამდენიმე სტუდიური და ლაივ ალბომებიც ჩაწერეს. 2014 წელს 20 წლის შემდეგ დევიდმა ალბომი Croz გამოუშვა. მას შემდეგ კიდევ 5 ალბომი გამოსცა .

წლების განმავლობაში ქროსბი ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებულებას ებრძოდა. ნარკოტიკების შენახვისთვის 1985 წელს საპატიმროშიც მოხვდა. 2004 წელს კი კიდევ ერთხელ, მცირე ხნით დააპატიმრეს ნარკოტიკებისა და იარაღის შენახვისთვის.

2019 წელს დევიდ ქროსბიზე დოკუმენტური ფილმი Remember My Name გამოვიდა. ფილმზე საუბრისას ბილბორდთან ინტერვიუში ქროსბი ამბობდა: „როცა ბენდში ხარ, ეს ქორწინებასავითაა… იწყებ, გიყვართ ერთმანეთი, გიყვართ ერთმანეთის მუსიკა. ყოველ ჯერზე, როცა მუსიკას უკრავ, გრძნობთ ერთმანეთთან ძმობას. თუმცა CSNY-ში ნილთან, გრეჰემთან და სტივენთან  ჩვენ ნამდვილი კონკურენტუნარიანი ჯგუფი ვიყავით – ერთმანეთის მიმართ არალოიალურები.”

ნეშმა და იანგმა დევიდთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტეს და როგორც ამბობენ, მის გარდაცვალებამდე არ შერიგებულან. სტილსს კი ქროსბისთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. ამის შესახებ მან გასულ ზაფხულს ისაუბრა. 

როგორც ჩანს, თავად ქროსბი ხვდებოდა, რომ მისი „საათი წიკწიკებდა”. 2021 წელს ინტერვიუში მან ასეთი რამ თქვა: „არ ვიცი, რამდენი დრო დამრჩა. შეიძლება ორი კვირა, შეიძლება ათი წელი. მაგრამ ცხოვრების ბოლოსკენ ვარ. ეს ყველამ ვიცით. თუმცა მნიშვნელოვანი ის კი არაა, რომ ბევრი დრო მქონდეს. მთავარი ისაა, თუ რას გავაკეთებ ამ დროში. მგონია, რომ ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო და ნამდვილად კარგად გავაკეთო, ეს მუსიკაა. ასე რომ, ახლა სწორედ ესაა, რასაც ვაკეთებ.”

ქროსბი გრემიზე ათჯერ არის ნომინირებული, თუმცა ჯილდო ერთხელ აქვს მოგებული CSN-თან ერთად საუკეთესო ახალბედა არტისტის ნომინაციაში. მას ორი ვაჟი და მეუღლე ჰყავს, რომელთანაც 35 წელი გაატარა. 

გთავაზობთ 1960 წლიდან მოყოლებული ქროსბის ცხოვრებისა და კარიერის ამსახველ ფოტოებს:

2017 წელი: დევიდ ქროსბი ასრულებს სიმღერას She’s Got To Be Somewhere
Andrew Lipovsky/NBCU Photo Bank/NBCUniversal via GI

1984 წელი: დევიდ ქროსბი ნიუ-იორკში
Ebet Roberts/Redferns

1970-იანი წლები: დევიდ ქროსბი, დალას ტეილორი, ნილ იანგი, სტივენ სტილსი, გერჰემ ნეში და გრეგ რივსი
Jack Robinson/Hulton Archive/GI

1975 წელი: დევიდ ქროსბის კონცერტი ტოკიოში
Koh Hasebe/Shinko Music/GI

1970 წელი: დევიდ ქროსბი
Michael Ochs Archives/GI

1976 წელი: დევიდ ქროსბი ამსტერდამში
Gijsbert Hanekroot/Redferns

2011 წელი: დევიდ ქროსბიმ მოინახულა საპროტესტო მოძრაობა Occupy Wall Street ნიუ-იორკში
Spencer Platt/GI

1975 წელი: დევიდ ქროსბი და გრეჰემ ნეში ტოკიოში
Koh Hasebe/Shinko Music/GI

1965 წელი: The Byrds ლონდონში
Stanley Bielecki/ASP/GI

1991 წელი: დევიდ ქროსბი საკუთარ სახლთან ჰარლი დევიდსონზე
Paul Harris/GI

2013 წელი: დევიდ ქროსბი რომში
Luciano Viti/GI

1965 წელი: დევიდ ქროსბი The Byrds-ის კონცერტის კულისებში
Don Paulsen/Michael Ochs Archives/GI

1976 წელი: დევიდ ქროსბი და გრეჰემ ნეში ამსტერდამში
Gijsbert Hanekroot/Redferns

2018 წელი: დევიდ ქროსბის შეხვედრა ჰარვარდის სტუდენტებთან
Paul Marotta/GI

1967 წელი: დევიდ ქროსბი მონტერეის პოპ ფესტივალზე
Michael Ochs Archives/GI
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეკ ანტონოფს და ტეილორ სვიფტს არასდროს უფიქრიათ, რომ სიმღერა Anti-Hero ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ ადგილზე მოხვდებოდა

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესმა გაამხილა, რომ 2003 წლის VMA-ს ცერემონიაზე მადონას და ბრიტნი სპირსის ცნობილი კონცის მონაწილე უნდა ყოფილიყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karma – გიორგი თორაძემ ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

„მუსიკაზე და ვიდეოზე მუშაობისას ჩემი იდეა სწორედ ის იყო, რომ ხალხს ვენახე და მოვესმინე ისეთი, როგორიც ვარ,” - აღნიშნავს მუსიკოსი.
მეტი

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
მეტი