მადონა ეიჯიზმსა და მიზოგინიას უწოდებს იმ უარყოფით გამოხმაურებას, რაც მის გრემიზე გამოჩენას მოჰყვა 

პოპის ლეგენდა ამბობს, რომ მისი განსხვავებული გარეგნობა გრძელი ლინზით გადაღებულმა ახლო კადრმა გამოიწვია.
მადონა
Ricardo Gomes

2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე მადონამ სცენაზე სემ სმიტი და კიმ პეტრასი წარადგინა უკვე  გრემის მფლობელი სიმღერის Unholy-ს შესასრულებლად. პოპვარსკვლავი სიტყვითაც გამოვიდა და დუეტი გამბედაობისა და პროვოკაციულობისთვის შეაქო. 

თუმცა მომღერლის სიტყვა მის გარეგნობაზე აგორებულმა კრიტიკამ გადაფარა. ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ, თუ როგორ განსხვავებულად გამოიყურება პოპვარსკვლავი და ამაში ცუდად გაკეთებულ პლასტიკურ ოპერაციებს ადანაშაულებენ. 

კრიტიკის საპასუხოდ კი მადონამ ინსტაგრამზე დაჯილდოების ცერემონიაზე გადაღებული ვიდეოების კოლაჟი გამოაქვეყნა. „ჩემთვის პატივი იყო, გრემის სცენაზე კიმ პეტრასისა და სემ სმიტის წარდგენა. თავიდან ბოლო ჯილდოს – წლის ალბომის გადაცემა მინდოდა, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ ბევრად მნიშვნელოვანი იყო, გრემიზე პირველი ტრანსგენდერი ქალი წარმედგინა – ეს ისტორიული მომენტია!!!”

ამის შემდეგ მადონა უკვე მის გარეგნობაზე გაკეთებულ უარყოფით კომენტარებს გამოეხმაურა. „ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ჩემს ახლო კადრებზე ისაუბროს. ეს ფოტოები გრძელი ლინზითაა გადაღებული, რომელიც ნებისმიერის სახეს დაამახინჯებს. კიდევ ერთხელ გავხდი ეიჯიზმისა და მიზოგინიის სამიზნე, რომლითაც გაჟღენთილია დღეს მთელი მსოფლიო. სამყარო, რომელიც უარს ამბობს, მიიღოს 45 წელს გადაცილებული ქალები და მათი დასჯის სურვილი უჩნდება, თუკი ისინი გადაწყვეტენ, იყვნენ გაბედულები, შრომისმოყვარე და თავგადასავლებით სავსე.”

მადონა ასევე აღნიშნავს, რომ მას არასდროს მოუხდია ბოდიში საკუთარი გარეგნობის გამო და ამის გაკეთებას არც ახლა აპირებს. შემდეგ კი ბიონსეს სიმღერის ტექსტს ციტირებს: „თქვენ ვერ გატეხთ ჩემს სულს.”

„მედია ჩემი კარიერის დასაწყისიდანვე მამცირებდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი გამოცდაა. ახლა ბედნიერი ვარ, რომ გზის გამკვალავი ვარ ქალებისთვის ჩემ შემდეგ, რომლებსაც შეუძლიათ ეს გზა უფრო მარტივად გაიარონ.”

ნახეთ მადონას პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილსისა და ლიზოს თბილი შეხვედრა 2023 წლის გრემიზე: ნახეთ ფოტოები

შემდეგი სტატია

SNL-ის ახალ ეპიზოდს ვუდი ჰარელსონი წაიყვანს, მუსიკალური სტუმარი კი ჯეკ უაიტი იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი