ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელია

ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებით ხელმძღვანელად დასახელდა. ფარელი თავის პირველ კოლექციას ივნისში, პარიზის მოდის კვირეულზე წარადგენს. 

“Louis Vuitton მოხარულია, რომ ფარელს მამაკაცის კოლექციის შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუაში მიესალმოს. Louis Vuitton-სათვის შექმნილ პირველ კოლექციას ის  ივნისში, პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულზე წარადგენს“ –  ნათქვამია მოდის სახლის მშობელი კომპანიის, LMVH-ის განცხადებაში, რომელიც ბრენდის ოფიციალურ ტვიტერსა და ინსტაგრამზე გამოქვეყნდა. 

უილიამსი მოდის სამყაროსათვის უცხო არ არის. ის დამახასიათებელი ეკლექტური სტილით არის ცნობილი. 2003 წელს მან ქუჩის ყოველდღიური სტილისათვის განკუთვნილი ბრენდი –  Billionaire Boys Club დააარსა. წარსულში ფარელმა თავად Louis Vuitton-თანაც ითანამშრომლა. არტისტი სხვადასხვა დროს იკვეთებოდა ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორიც მაგალითად Adidas არის. 2020 წელს ფარელ უილიამსმა კანის მოვლის საშუალებების უნისექს ბრენდი Humanrace დააფუძნა. 

„2004 და 2008 წლის თანამშრომლობის შემდეგ, მოხარული ვარ, რომ ფარელი მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. მისი კრეატიული ხედვა, რომელიც მოდის საზღვრებს სცდება, Louis Vuitton-ს ახალი და ამაღელვებელი ეტაპისაკენ წაუძღვება“ – აღნიშნა Louis Vuitton-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, პიეტრო ბეკარიმ. 

უილიამსი ბრენდში ვირჯილ აბლოს ადგილს დაიკავებს – დიზაინერისა, რომელიც კიბოს დიაგნოზით 2021 წელს გარდაიცვალა.  New York Times-ისათვის 2020 წელს მიცემულ ინტერვიუში, აბლომ განმარტა, თუ როგორ შთააგონა ფარელ უილიამსის და Chad Hugo-ს ალბომმა, სახელწოდებით N.E.R.D.„ერთ-ერთ ინტერვიუში [უილიამსმა] თქვა, რომ ეს ალბომი ზედმეტად თეთრია შავკანიანთა რადიოსთვის და ზედმეტად შავია თეთრკანიანთა რადიოსთვის. როდესაც ჩიკაგოს გარეუბნებში ვატარებდი ბავშვობას, სკეიტბორდით კატაობა და ჩემი იდენტობის ძიება უფრო მეტ ემოციას იწვევდა, ვიდრე ჰიპ-ჰოპ მუსიკა. [უილიამსი] ამბობს, რომ ნორმალურია, თუ სადღაც შუაში ხარ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგად აღწერს შავკანიანი ბავშვების მთელ თაობასა და იმ არტისტებს, რომელთაც გადაწყვიტეს საკუთარი თავი იყვნენ და შევიდნენ იმ კარში, რომელიც ფარელმა გააღო. “ – აღნიშნა ვირჯიმ აბლომ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფეხმძიმე ჯესი ჯეიმ ახალი სიმღერის დაანონსებისას შვილის სქესი გაამხილა

შემდეგი სტატია

ჯულია ფოქსი ჟურნალ ELLE-თვის - ფოტო: რიჩი შამაზი

ჯულია ფოქსი ამბობს რომ კანიე უესტის ანტისემიტური გამონათქვამები გულს სტკენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი