Mistcaller – ახალი ქართული ვიდეო თამაში ორიგინალური საუნდტრეკითა და მუსიკალური თემებით

თამაშისათვის სპეციალურად დაიწერა საუნდტრეკი და ათამდე მუსიკალური თემა, რომლებიც სიუჟეტური ხაზის განვითარებასთან ერთად იცვლება.

თამაშების მწარმოებელმა ქართულმა სტარტაპმა Onyx Wings Studio-მ პირველი ვიდეო თამაში, სახელწოდებით Mistcaller გამოუშვა. ვიდეო თამაშის ერთ-ერთი წამყვანი დეტალი მუსიკალური გაფორმებაა – მისთვის სპეციალურად შეიქმნა ორიგინალური სიმღერა და მუსიკალური თემები. თამაშის გამოშვებასთან ერთად, სტუდიამ საუნდტრეკზე გადაღებული მუსიკალური ვიდეოც წარადგინა. 

Mistcaller ე.წ. Puzzle Platformer თამაშია, რაც ლოგიკურ გადაწყვეტებთან ერთად, ტექნიკურ მოქმედებებსაც მოიცავს.  სიუჟეტის მიხედვით, მთავარმა გმირმა  მეხსიერება დაკარგა და მხოლოდ ის იცის, რომ მისი პატარა ძმა საფრთხეშია. ის უნდა  გადარჩეს და ძმაც გადაარჩინოს. სიუჟეტი ნისლიან გარემოში ვითარდება, ვიდეოთამაშის განვითარების კვალდაკვალ კი, მთავარი გმირი ნისლის მართვას სწავლობს და სხვადასხვა უნარს იძენს. Mistcaller მუსიკალურად საკმაოდ დატვირთულია – სხვადასხვა დროს, განსხვავებული მუსიკალური თემები შემოდის, რომლებიც თამაშის საერთო კონცეფციით ერთიანდება, თუმცა სიუჟეტის და მოქმედებების მიხედვით, განსხვავებული დინამიკა აქვს და მოთამაშისათვის შესაბამის ატმოსფეროს ქმნის. მუსიკა, ისევე როგორც  თამაში, Onyx Wings Studio-ში შეიქმნა. მუსიკის და ტექსტის ავტორი თავად Onyx Wings Studio-ს თანადამფუძნებელი დავით მარკოზაშვილია. სიმღერას ნია ხარებაშვილი ასრულებს. 

დავით მარკოზაშვილი, Onyx Wings Studio-ს თანადამფუძნებელი:

„თამაშის შექმნის იდეის გაჩენისთანავე, მუსიკას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გვინდოდა, რომ მუსიკალურ გაფორმებას მისთვის ინდივიდუალური ხასიათი კიდევ უფრო მეტად შეეძინა. Mistcaller-მა პირველი დაფინანსება სატელევიზიო პროექტ Shark Tank-ში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იქაც მუსიკამ მიიპყრო დიდი ყურადღება. თამაშისათვის ერთი მთავარი სიმღერა და ათამდე თემა დაიწერა. ე.წ. ეპიკურ საუნდტრეკზე მუსიკალური ვიდეოც წარვადგინეთ, რომლის შექმნის პროცესში კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან ვითანამშრომლეთ“

კლიპი თამაშის სცენების მიხედვით შექმნილ ჩანახატებს აერთიანებს. თავად კომპოზიცია, მუსიკა და ტექსტიც, ვიდეო თამაშის სიუჟეტურ ხაზთან და მთავარი გმირის ისტორიასთან არის კავშირში. 

„სიუჟეტური განვითარების მიხედვით ვიდეო თამაშის თემებიც შესაბამისად იცვლება. ამ თემების ჟღერადობაში ძალიან მინიმალისტურად, მაგრამ მაინც შევიტანეთ ქართული ელემენტები. თუმცა ამას მხოლოდ მუსიკალურად დაკვირვებული ადამიანი თუ შეამჩნევს. თვითონ მთლიანი ვიდეოთამაში საერთაშორისო  ბაზარზე გათვლილი პროდუქტია და ჩვენი მიზანიც გლობალურ ინდუსტრიაში პოზიციონირებაა.“  – დავით მარკოზაშვილი. 

Mistcaller ამჟამად თამაშების გლობალურ პლატფორმა Steam-ზეა ხელმისაწვდომი. 

 ნახეთ ვიდეო თამაშის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

P!nk-მა მეცხრე ალბომი გამოუშვა

შემდეგი სტატია

ალან გილბერტი ნიუ იორკის ფილარმონიის გალ კონცერტზე, რომელიც 175 წლის საიუბილეო სეზონის აღნიშვნას მიეძღვნა. 2016 წლის 21 სექტემბერი ნიუ-იორკი. ფოტო: ნიკოლას ჰანტი.

ალან გილბერტმა ჰამბურგის ორკესტრთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააგრძელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
Cardi B სიტყვით გამოდის 2026 წლის Beautycon University-ზე 2026 წლის 19 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი Leon Bennett/Getty Images for Beautycon/Sundial Media & Technology Group

Cardi B ბოლო პერიოდში ნაკლებად აქტიურობას რეტროგრადულ მერკურის უკავშირებს

რეპერი გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ სოციალურ ქსელებსა და საჯარო სივრცეში უფრო ხშირად გამოჩნდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავს უჩვეულოდ გრძნობდა.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი