FAKETIVISTS by SirJee – სერგი გვარჯალაძის ახალი პროექტი

„ეს არის მინიშნება იმაზე, რომ გარშემო ძალიან ბევრი ფეიკია.”

სერგი გვარჯალაძე, ფსევდონიმით SirJee, ახალ კომპოზიციას და ვიდეოკლიპს აზიარებს. სიმღერა Faketivists ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში გამოვიდა. მუსიკა ავტორის მიერ 2009 წელს ინდოეთში გაკეთებული საველე ჩანაწერებით არის აწყობილი. ვიდეოში კი ინდური საბრძოლო ხელოვნების – კალარიპაიატუს სცენებია წარმოდგენილი. თავად ფსევდონიმი SirJee-ც ინდოეთს უკავშირდება.

„ინდოეთში რომ მეკითხებოდნენ სახელს, ვპასუხობდი „სერჯი”. იქ კი „ჯი” (Jee) ნიშნავს პატივისცემით მიმართვას. იგივეა, რაც ინგლისურ ენაში „სერ” (Sir). Აქედან წამოვიდა SirJee და გახდა ამ პროექტის ფსევდონიმი იმიტომ, რომ ცოტა განსხვავებულია იმისგან, რასაც აქამდე ვაკეთებდი.

თვითონ სიმღერა არის რეაქცია იმაზე, რომ ჩვენ ცივილიზაციის იმ ზღვარზე ვართ, რომელიც მიდის იქამდე, რომ უკვე დიდად ვეღარ განვასხვავებთ, რა არის ყალბი და რა არის ნამდვილი. მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ამით არ დასრულდება და დაგვეხმარება ტექნოლოგიები, ახალი ტიპის კომუნიკაცია იმაში, რომ რაღაც დონეზე გასხივოსნება მოხდეს და გონზე მოვიდეთ, რას ვაკეთებთ, როგორ ვეპყრობით ერთმანეთს, თუნდაც ბუნებას როგორ ვეპყრობით. ეს მინიშნებაა იმაზე, რომ ძალიან ბევრი ფეიკია.  ურთიერთობაშიც ძალიან ბევრი ფეიკია, პოლიტიკაშიც და ეს სოციალური ქსელები ამის ზედაპირია. Რაც შეეხება ვიდეოს, მახსოვდა, რომ ეს კადრები მქონდა ინდოეთიდან და ამ პროექტის კონცეფციაშიც კარგად ჩაჯდა, რადგან ის მებრძოლებიც ფეიკტივისტები არიან. Ეს ბრძოლა თავიდან ბოლომდე დადგმულია, ფსევდო ბრძოლაა და ეს კავშირი დავინახე. Თან ასეთი რაღაც ვცადე: გადავწყვიტე, ერთ დღეში ამეწყო სიმღერა თავისი კლიპით და თავიდან ბოლომდე ყველაფრით. ექსპერიმენტი იყო. მაინტერესებდა, თუ იქნებოდა შესაძლებელი და გამოვიდა. Რეალურად ყველაფერი ერთ დღეში დავწერე და ჩავწერე.”

კომპოზიციაში არის ჰიპ-ჰოპის ნაწილიც, რომელსაც ამერიკელი რეპერი CRUZRWAYT ასრულებს. პროექტის ფარგლებში მარტის თვეში გამოვა EP-იც, რომელშიც კომპოზიციის ორიგინალ ვერსიასთან ერთად მისი 4 რემიქსი შევა. 

„სიმღერის ჩაწერის შემდეგ მისი ეს ხმები, ცალ-ცალკე არხები ანუ სტემები გავუგზავნე რამდენიმე ქართველ არტისტს, ვინც მომწონს. Მათ გააკეთეს ამ კომპოზიციის თავიანთი ვერსიები. Აქედან ავარჩიეთ 4 ტრეკი, რომელიც ორიგინალ ვერსიასთან ერთად შევა EP-ში. ყველა ვერსიაში  ვოკალი და ღერძი ჩემია, დანარჩენი აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდათ, რომ თავიანთი ინტერპრეტაცია გაეკეთებინათ.”

Faketivists მულტიმედიური პროექტია. კომპოზიციასთან ერთად პროექტის ვებგვერდზე წარმოდგენილია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოებიც, რომლებიც სიმღერის ტექსტის ფრაზებზეა შექმნილი. 

„როგორც ვთქვი, მარტში გამოვა EP. ამას დაემატება კიდევ ერთი ვიდეო და ვისაც დააინტერესებს, ამ სტემებსაც ცალ-ცალკე გამოვაქვეყნებთ. Ამით, პრინციპში, ეს პროექტი დასრულდება. თუმცა საბოლოოდ ვებგვერდი დარჩება და იქნება მულტიმედია პროექტი.”

ნახეთ Faketivists-ის ვებგვერდი

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2024 წლის „ოქროს გლობუსის” დაჯილდოების თარიღი ცნობილია

შემდეგი სტატია

მაილი საირუსის Flowers მეოთხე კვირაა Billboard-ის გლობალური ჩარტების ლიდერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი