CeeLo Green – მსოფლიო მუსიკალური სცენის აღიარებული ვარსკვლავის კონცერტი თბილისში

კონცერტზე აუდიტორიის წინაშე ასევე წარდგნენ ქართული თანამედროვე მუსიკალური სცენის წამყვანი და გამორჩეული არტისტები: DRO, ნინი ნუცუბიძე & Nikala.


3 მარტს Factory Tbilisi-ში ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის –  CeeLo Green-ის კონცერტი გაიმართა. CeeLo Green-ის მუსიკალური მოღვაწეობა კრიტიკოსების რჩეულ არაერთ ჩანაწერს მოიცავს, თუმცა არტისტმა განსაკუთრებული მსოფლიო აღიარება ისეთი კომპოზიციებით მოიპოვა, როგორებიცაა Gnars Barkley-ში შესრულებული Crazy და მისი სოლო სინგლი Forget You.

ხუთგზის „გრემის“, Billboard Music Award-ის, Brit Award-ისა და კიდევ სხვა მრავალი დაჯილდოების გამარჯვებული CeeLo Green-ის მუსიკალური მოღვაწეობა 90-იანი წლებიდან იწყება. მიუხედავად იმისა, რომ არტისტის ადრეული ნამუშევრები ძირითადად ჰიპ-ჰოპ მუსიკასა და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურასთან იკვეთება, დღესდღეობით მისი მუსიკალური კატალოგი ჟანრობრივად საკმაოდ მრავალფეროვანია. ჰიპ-ჰოპთან ერთად ის მოიცავს ისეთ ჟანრებს, როგორებიც არის R&B, სოული, ფანკი.

CeeLo Green-მა სხვადასხვა დროს თანამედროვე მუსიკალური სცენის არაერთ წამყვან არტისტთან ითანამშრომლა, მათ შორის არიან: Eminem, მაკ მილერი, Nas, Timberland, კელისი და სხვა უამრავი ცნობილი მუსიკოსი, თუ მუსიკალური კოლექტივი.  აღსანიშნავია, რომ CeeLo Green-ისა და Eminem-ის დუეტი, ტრეკი სახელწოდებით The King and I  ბაზ ლურმენის ბიოგრაფიული დრამის – Elvis-ის საუნდტრეკია. 

CeeLo Green საქართველოს ახალი ქართული კომპანიის,  Stagelove Affair-ის მოწვევით ესტუმრა. არტისტის Გამორჩეული ვოკალის,  ხმის ტემბრისა და საშემსრულებლო ენერგეტიკის გათვალისწინებით, კონცერტი ქართველი მსმენელისათვის დასამახსოვრებელ მუსიკალურ გამოცდილებად იქცა. 

კონცერტზე ასევე მონაწილეობდნენ ქართული თანამედროვე მუსიკალური სცენის წამყვანი და გამორჩეული არტისტები: DRO, ნინი ნუცუბიძე & Nikala. ნინი ნუცუბიძისა და Nikala-ს მუსიკალური პერფორმანსის ფარგლებში, მიწვეული არტისტების სტატუსით სცენაზე ანამარია ბურდული და გიორგი გიგაშვილი წარდგნენ. 

კონცერტზე ასევე მოწვეული იყო ფრანგი DJ  და პროდიუსერი, Chinau.

დაათვალიერეთ ფოტოები CeeLo Green-ის კონცერტიდან: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ადამ ლევინი სამი შვილის მამობაზე საუბრობს: „მიყვარს ქაოსი”

შემდეგი სტატია

Მაილი საიურსმა ახალ ალბომში შესული სიმღერების სესიების სპეციალური პროგრამა დააანონსა, რომლის პრემიერა  Disney+-ზე შედგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი